x
image
cxvedo
ავტომობილი, რომელიც ივლის გზებზე, ქვიშაზე, ყინულისა და წყალზე
ავტომობილი, რომელიც ივლის გზებზე, ქვიშაზე, ყინულისა და წყალზეც კი. ეს არ გეგონოთ რაიმე სახის კომიქსი ან მითი. ეს სკანდალური განცხადება კომპანია Volkswagen-ის წარმომადგენლებმა გააკეთეს.


Volkswagen Aqua


ეს იქნება 2020 წლის ავტომობილი Volkswagen Aqua, რომელიც საოცარი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. მას გააჩნია 4 კვების წყარო და ინტეგრირებული გასაბერი ბალიშები, რომელთა საშუალებითაც მას შეეძლება გრავიტაციის დაძლევა და მიწიდან ჰაერში ასვლა.


Volkswagen Aqua



Volkswagen Aqua გამოიყენებს წყალბადის 2 ძრავს. ავტომწარმოებლების გათვლებზე დაყრდობით იგი ნახშირბადს თითქმის არ გამოყოფს, ასე რომ, იგი ეკოლოგიაზე ყველაზე მზრუნველი ავტომობილი იქნება. ავტომობილს გვერდით ნაწილზე ექნება გასაბერი ბალიშები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მისი "ფრენა" და მიმართულების კონტროლი.


Volkswagen Aqua


კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, ავტომობილი მალე მოიპოვებს სუპერ ავტომობილის წოდებას და იგი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Volkswagen Aqua

ჩინეთის უნივერსიტეტ Xihua-ს სტუდენტმა წარმოადგინა დასრულებული ანგარიში ამ მოდელთან დაკავშირებით და ამისათვის CDN-ის ჩინეთის საავტომობილო ჯილდოც მიიღო.


ქალბატონი Yuhan-ის განცხადებით ავტომობილს არ ეყოლება ანალოგი - იგი შეუდარებელი იქნება ჰაერში, მიწაზე, ქვიშაზე, წყალზე... იგი იქნება უნიკალური ყველგანმავალი და მისი საშუალებით ადამიანებს ყველგან შეეძლებათ მოგზაურობა.


Volkswagen Aqua



12
416
14-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
416
  
2013, 1 აგვისტო, 2:39
აუფ, ეს რა ეღირება ;დ;დ
2013, 23 ივნისი, 8:10
ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომიო :D მაინც ფოლცვაგენია რა იცი :D
2013, 23 ივნისი, 2:38
გინდ გამოუშვან გინდ არა :D მე მაინც ვერ ვიყიდი და რაში მადარდებს? :D :D (სადაა მაგდენი ფული) :D
2013, 21 ივნისი, 14:43
ჩინელის მეტი ვინ მოიფიქრებდა ამას : გაფრენა მოინდომეს? :) 2020 წელს უნდა ველოდოთ ანუ რა :)
2013, 21 ივნისი, 13:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დათა თუთაშხია-ის კომენტარზე
2013, 21 ივნისი, 13:20
მერეც მოგილოცავთ :)
ჩემი ოცნება არის G63 ამგ მაგრად მომწონს
2013, 21 ივნისი, 13:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დათა თუთაშხია-ის კომენტარზე
2013, 21 ივნისი, 13:15
გილოცავთ
2013, 21 ივნისი, 12:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი cxvedo-ის კომენტარზე
2013, 21 ივნისი, 12:09
ეს არაა საშენო მანქანა :) საშენო აუდზე დავდე :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10