x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509053
ვარსკვლავების რჩეული ფეხსაცმელები ზაფხულის სეზონისთვის
ვარსკვლავი ქალბატონებისთვისაც დადგა ზაფხული და ახალი ფეხსაცმელებით თავის მოწონების მორიგი შესაძლებლობა.

კლასიკის მოყვარული ნიკოლ კიდმანიც კი პერიოდულად ვერ უძლებს ცდუნებას დიზაინერების უჩვეულო ქმნილებების წინაშე და მზად არის მოდური ექსპერიმენტებისთვის.

მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიისთვის ავსტრალიელმა ლამაზმანმა Dior-ის უჩვეულო ქუსლიანი ფეხსაცმელი აირჩია.

"ასეთ ფეხსაცმელში სიარული მეტად უჩვეულოა, მაგრამ ის ეფექტური მოდელია"–განაცხადა ნიკოლმა წითელ ხალიჩაზე გასვლამდე.


image

image


დანარჩენმა მოდურმა ქალბატონებმაც აიტაცეს ნიკოლის გადაწყვეტილება და თავადაც ორიგინალური არჩევანი გააკეთეს.

მაგ. სოფია ვერგარას დაწნული ფეხსაცმელები, კორტნი კარდაშიანის ფერადი სანდლები არაფრით ჩამოუვარდება კიდმანის არჩევანს.

image

image

Webster


image

სოფია ვერგარა

image

Brian-Atwood


L.A.M.B-ის დაწნულ გლადიატორ-სანდლებზე შეაჩერა არჩევანი სანდრა ბალოკმა, რომელიც პითონის ტყავისგან იყო დამზადებული.

image

image

L.A.M.B


სკარლეტ იოჰანსონმა კი კლასიკურ, ორიგინალური დეტალით გაფორმებულ Saint Laurent-ის ქუსლებიან ფეხსაცმელზე გააკეთა არჩევანი.

image

image

Saint Laurent


ანა სოფია რობმა Brian-Atwood-ის ვარდისფერი უჩვეულო თასმით გაწყობილი სანდლები აირჩია.

image

image

Brian-Atwood


ფლორეს უოლჩმა კი უპირატესობა Louis Vuitton-ს მიანიჭა.

image

image


გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ვარსკვლავ-ქალბატონებში მეტად პოპულარულია Casadei-ის ფეხსაცმლის წვრილქუსლიანი მოდელი Blade, რომელიც მეწაღე ჩეზარე კასადეიმ მიუძღვნა მოდის მიმდევარ ქალბატონებს

და მათაც სიამოვნებით აიტაცეს საჩუქარი და სხვადასხვა მიღებებსა

თუ წვეულებებზე მოირგეს ფეხსაცმლის განსხვავებული ვარიანტები დაწყებული ლაქის, ზამშის, ტყავის, თასმიანი, უთასმო და ფერადი ვარიანტებით დასრულებული.

image

image

ვიქტორია ბექჰემი, ჯესიკა ალბა, მადონა, ჯენიფერ ლოპესი, ზოი სალდანა.. და სხვა ცნობილი ქალბატონები მოხდენილად ატარებენ Casadei-ის ახალ ფეხსაცმელს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე წვეულებებზე.

image

ვიქტორია ბექჰემი


image

ჯენიფერ ლოპესი


image

მადონა


image

ზოი სალდანა

0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0