x
სიყვარული და დრო..

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა ყველა ღირებული გრძნობა ერთად და სიყვარულიც მათ შორის.ერთ დღეს კუნძულმა ჩაძირვა დაიწყო და გრძნობებმა ნავების აგება დაიწყეს, რათა თავი დაეღწიათ იქაურობისთვის.მხოლოდ სიყვარულმა ვერ მოასწრო ნავის აგება და გადაწყვიტა ბოლომდე დარჩენილიყო კუნძულზე, მაგრამ როცა ნახა საშველი აღარ იყო, მან სხვა გრძნობებს სთხოვა დახმარება..პირველად სიმდიდრემ ჩაუარა გვერდით და მას სთხოვა სიყვარულმა ნავზე ამიყვანეო, ვერა მეგობარო-უპასუხა სიმდიდრემ, იმდენი ოქრო-ვერცხლი მიდევს შენი ადგილი აღარა მაქვსო..მაშინ სიყვარულმა გადაწყვიტა ქედმაღლობისთვის ეთხოვა დახმარება, ქედმაღლობავ დამეხმარეო, ვერა ჩემო კარგო, სველი ხარ და ნავს გამიფუჭებო უპასუხა ქედმაღლობამ...ამ დროს სევდამ ჩამოიარა, მას შესძახა სიყვარულმა, მაგრამ მისგანაც უარი მიიღო, ცუდად ვარ და მარტო ყოფნა მინდაო სევდამ...სიყვარული იმედს არ კარგავდა, მას ბედნიერებამ ჩაუქროლა, მაგრამ ის იმდენად გახარებული იყო, რომ სიყვარულის ძახილი ვერც გაიგონა.სიყვარულს ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, რომ სანატრელი ხმა მოესმა, სიყვარულო მე შემიძლია თან წაგიყვანო ამოდიო.. სიყვარულმა უხუცესი დაინახა, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა და როცა სამშვიდობოს გაიყვანა უსიტყვოდ გაუქრა.სიყვარული შეწუხდა, რადგან არ იცოდა ვინ დაეხმარა, რომ მისთვის მადლობა მაინც გადაეხადა. მაშინ სიყვარულმა ცოდნას ჰკითხა:ვინ იყო ის უხუცესი ვინც მე სიცოცხლე მაჩუქაო, ცოდნამ უპასუხა, ეს დრო იყო, დრო!!დიახ, მხოლოდ დროს შეუძლია დააფასოს სიყვარული!!

4
105
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა111
ნანა111
105
  
2016, 10 მაისი, 17:52
უუხ უხხ ..მწარე რეალობა
2016, 9 მაისი, 17:52
სიყვარული ინდივიდუალური განცდაა, ინდივიდს კი სიკვდილისკენ მიაქანებს დრო))
2013, 19 ივნისი, 9:55
სიყვარული თავად არის სიგიჟე,თუმც მისი ფასი მხოლოდ რომ იცის..
2013, 18 ივნისი, 20:03
სიგიჯე უფრო უხდება სიყვარულს რადგან სიგიჯის გარესჰე სიყვარული უფერულია:)))
0 1 4