სიახლეები ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Mansory Bugatti Veyron LINEA Vincero d’Oro 2013, 17 ივნისი, 19:44 რომელი არის ყველაზე მოდური ძვირადღირებული ავტომობილი მსოფლიოში? უმრავლესობა ერთხმად გიპასუხებთ, რომ «Bugatti Veyron», ზოგიც გიპასუხებთ, რომ «Bugatti Veyron Supersport», მაგრამ ეს სულაც არაა ასე! ეხლახანს იქნა გამოშვებული "მოოქროვილი" ვერსია ამ სუპერ მანქანის! მაშ ასე, შეხვდით ეს - «Mansory Bugatti Veyron LINEA Vincero d’Oro»-ია! რისი შეცვლა შეიძლებოდა ამ მართლაც სრულყოფილი სუპერ მანქანისთვის? უფრო მეთი კარბონოპლასტიკი? ეს ხომ მას ისედაც საკმარისი ჰქონდა! როგორც ჩანს ერთადერთი რაც მას არ ჰყოფნიდა იყო - ოქროთი მოპირკეთება. დეტალებს შორის რომლებიც მოოქროვილია არის: რადიატორის ფრთები, უკანა ხედვის სარკეები, მანქანის დისკები, კარის სახელურები და ბენზინის ავზის სახურავიც -კი. ავტომობილი 1111 ცხენის ძალით, გამოშვებული არის ერთადერთ ეგზემპლიარად და ჩაწერილია ბევერლი-ჰილლზში. ფასი არ გაინტერესებთ? 2.200.000 ევრო და ეს ყველაზე ძვირადღირებული Bugatti Veyron-ია მსოფლიოში! 235 3-ს მოსწონს 1-ს არა
|