x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
გიორგი მარგველაშვილი წარსულსა და აწმყოში
image

მინდა გაგაცნოთ, კოალიცია "ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატისა და მოქმედი განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშცილის ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც ესრთერთ სოციალურ ქსელში, მისმა მხარდამჭერებმა განათავსეს.


დაბადების თარიღი - 1969 წლის 4 სექტემბერი.

ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

განათლება - ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1998 წელი.

დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.

მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი - 1993-1996.

დიპლომის შემდგომი სწავლება:

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი - 1987-1992.

დიპლომი ფილოსოფიაში (წარჩინებით), მასწავლებლის სერთიფიკატი

სამუშაო გამოცდილება:

25/10/2012 - დღემდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2010წლის ოქტომბერი-2012წ. - რექტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2006-2010წწ. - კვლევითი დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2000-2006წწ. - რექტორი

საერთაშორისო უთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ისტიტუტი - 1995-2000წწ. - ლექტორი

თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი - 1996-1997წწ. - ლექტორი

ფილოლოგიასა და კულტურაში - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით წაიკითხა კურსი "კულტურის აზრისა და კომუნიკაციის ისტორია"

შპს "ბიზნეს დღიურები" - 1994-1995წწ. - მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს კულტურის ლაბორატორია - 1993წ - უმცროსი სპეციალისტი

მარგინალური მდგომარეობების ფსიქოლოგიური ლაბორატორია - 1993წ - უმცროსი სპეციალისტი

შპს "კავკასუს თრეველი" - 1992-1994წწ - სამთო გიდის ლიდერი

ნაშრომები:

რედაქტირება "ჩვენი თაობის პრივილეგია", ზ. ჟვანია - 1999წ

"საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრენინგის სახელმძღვანელო #1", ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - რედაქტორი - 1999წ.

"საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრენინგის სახელმძღვანელო #2", ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - რედაქტორი - 1998წ.

"ადგილობრივი სახელმძღვანელო", ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - რედაქტორი და თანაავტორი

ავტორი ნაშრომისა "ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია" - ნეკრესის საგამომცემლო სახლი

ავტორი ნაშრომისა "სისრულის პრობლემურობა მითოლოგიაში" - კერძო გამომცემლობა - 1993-1994წწ.

სხვადასხვა სტატიის ავტორი და რედაქტორი თემებზე: საჯარო, პოლიტიკური, საერთაშორისო, კულტურულ და ფილოსოფიურ საკითხებზე, გაზეთებსა და ჟურნალებში - 1988-2012წწ.

უცხო ენები:

ინგლისური და რუსული, სრულყოფილად.

image image

პედაგოგის დაჯილდოვება მინისტრი და პრემიერი

მეუღლეებთან ერთად

გარდა ამისა, ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ძველი ჩოხოსანი, პატრიარქთან დაახლოებული პიროვნება, ლევან ვასაძის ახლო მეგობარი. ახლო უთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიასთან, რომელიც მას რჩევებსაც კი ეკითხებოდა. გვერდში ედგა ლევან გაჩეჩილაძეს, როდესაც ხალხი ქუჩაში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოჰყავდა. მას არა აქვს წარულის შავი ლაქა. აწმყო კი ასეთია - განათლების მინისტრობიდან 7-8 თვის მანძილზე მან მოასწრო:

1. მასწავლებლების ხელფასის გაზრდა 60-210 ლარით

2.უფასო გახდა სასკოლო სახელმძღვანელოები, რაც საქართველოს მასშტაბით 650 000 მოსწავლის ბიუჯეტზე აისახება

3.ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელწიფო გრანტის რაოდენობა გაორმაგდა

4.გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსება

5.გაორმაგდა სტიპენდიათა რაოდენობა

6.საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების 16 000 მოსწავლეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება

7.უმაღლესი სასწავლებლის 17სპეციალობაზე სწავლა უფასო გახდა

8.მასწავლებლებს გაეზარდათ ანაზღაურებადი საზაფხულო არდადეგები, ნაცვლად 24 დღისა 40 დღეს დაისვენებენ, ამ ორი თვის ხელფასის აღებას ივლისის დასაწყისშივე შეძლებენ

9.გაეზარდათ ხელფასები სკოლის ადმინისტრაციაში მომუშავე პირებს

ეს რეალობაა, მომავალი წინ არის. არჩევნები ნელა მოგვეპარა. არჩევანი ხალხზეა. გააკეთეთ სწორი არჩევანი.

0
136
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0