x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რჩევები ლამაზი მკერდის შენარჩუნებისთვის
სხვადასხვა დროს მკერდის სილამაზის ცნება იცვლებოდა, ლამაზად ითვლებოდა ხან ფუმფულა დიდი მკერდი, ხან პატარა კონუსის ფორმის.

ამჟამად ლამაზად ითვლება ისეთი ზომის მკერდი, რომელიც სხეულის მოძრაობისას ინარჩუნებს ფორმას. ანუ ლამაზია მაღალი და მკვრივი
მკერდი ზომის მიუხედავად.

მკერდის ტონუსს და სიმაღლეს განსაზღვრავენ შემდეგნაირად მკერდის
ქვემოდან დებენ ფანქარს, ძალიან კარგია თუ ფანქარი ჩამოვარდა, ხოლო თუ დარჩა მკერდის ჩამოწევის პრობლემა გაქვთ.

მკერდის ზომის შეცვლა მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია. ხოლო მკერდის ტონუსში ყოფნა, მისი კანზე ზრუნვა და მისი ფორმის ოდნავ კორექტირება თავადაც შეგიძლიათ.
image

მკერდის ფორმის შეცვლას ხელს უწყობს

1. არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი. თუ ის მეტისმეტად ვიწროა, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. განიერი კი არ იმაგრებს
მკერდს, რაც მკერდის ჩამოწევას უწყობს ხელს.

2. ცუდი აღნაგობა. მუდმივად მოხრილი ზურგი არ შეგმატებთ სილამაზეს არც თქვენ და არც თქვენ მკერდს. ამიტომ
გაიმართეთ და მოხდენილ სიარულსაც ისწავლით.

3. ულტრაისფერი გამოსხივება. მზის პირდაპირი სხივები ხელს უწყობს კანის დაბერებას, და მკერდის კიბოს წამოქმნას. ამიტომ
კარგად დაფიქრდით, სანამ გარუჯვას წელზევით შიშველი გადაწყვეტთ. უმჯობესია ტანზე გაურუჯავი ზოლი დაგრჩეთ ბიუსჰალტერისგან, ვიდრე შემდეგ ექიმებთან იაროთ

4. ცვლილებები წონაში. მკერდის ცხიმოვანი უჯრედები პირველ რიგში იშლება, მკერდი მოშვებული ხდება და კანზე ჩნდება
სტრიები.

5. ცხელი აბაზანა ასევე ვერ შემატებს სილამაზეს თქვენ მკერდს.
თუ მას ვერ შეელევით, იგი მხოლოდ 10-15 წთ. მიიღეთ

6. ძუძუთი კვება. როგორც წესი, მშობიარობის და ძუძუთი
კვების შემდეგ მკერდი კარგავს სიმკვრივეს, ჩნდება
სტრიები. ამიტომ მკერდს ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
image

მკერდის მოვლა ადრეული ასაკიდან დაიწყეთ. ცივი შხაპი არასასიამოვნო, მაგრამ ძალიან სასარგებლო პროცედურაა.

ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს მათ, მკერდის კანს უფრო ელასტიკურს და მკვრივს ხდის.

ჩაიტარეთ ყოველდღე წრიული მოძრაობები 1-2 წთ. დაიწყეთ მარცხენა
მკერდიდან. თუ ასეთი პროცედურისთვის მზად არ ხართ, მკერდზე
წაისვით ყინულის ნატეხები ყელის მიმართულებით. ლიფტინგ-
ეფექტი გარანტირებული გაქვთ.

მკერდის დასაზელად აიღეთ ხაოიანი პირსახოცი, დაასველეთ 22 გრადუსიან წყალში, კარგად გაწურეთ და შემოიხვიეთ მკერდზე, შემდეგ სველი პირსახოცით დაიზილეთ მკერდი ორივე ხელით
1 წთ. განმავლობაში. შეცვალეთ მშრალი ოდნავ შემთბარი პირსახოცით და ფრთხილი მოძრაობებით შეამშრალეთ მკერდი.


წყლის ტემპერატურა ყოველი ორი დღის შემდეგ დაწიეთ ნახევარი გრადუსით და მიიყვანეთ 13-14 გრადუსამდე.

სამი კვირის შემდეგ წყალს დაამატეთ სუფრის მარილი, რომელიც
ხელს უწყობს კანის გაღიზიანებას და ამით სისხლის
მიდინებას გაძლიერებას.

კოსმეტიკური ნიღბები და ზეთები ხელს უწყობს
ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს მკერდის კანს. მათ სქელ ფენად უსმევენ მკერდზე და ტოვებენ კარგად გაშრობამდე. ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ ხაჭო, ზეითუნის
ზეთი და კვერცხი ან თაფლი და არაჟანი.
მიღებული მასა გაიჩერეთ მკერდზე 20 წთ. და ჩამოიბანეთ.

მკერდის კანზე ცუდად მოქმედებს ტენის დაკარგვა, ამიტომ წესად გაიხადეთ, რომ დაბანის შემდეგ მკერდის და დეკოლტეს
მიდამოში წაისვით დამატენიანებელი კრემი, რაც კანს რბილს და ნაზს გახდის.
საერთოდ ყველანაირი ტონიკი, გელი, კრემი, ნიღაბი ხელს უწყობს
მკერდის აწევას, სიმკვივეს, კანის სიგლუვეს. ეცადეთ ეს საშუალებები დღეში 2-ჯერ წაისვათ. წასმა დაიწყეთ ნაზი მოძრაობებით მკერდის ცენტრიდან გვერდებისკენ ყელისა და დეკოლტეს ჩათვლით.

მკერდის მასაჟისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ძლიერი
დაწოლით შესაძლოა სარძევე ჯირკვლები დააზიანოთ. რეკომენდებულია მხოლოდ ჰიდრომასაჟი-საშუალო ტემპერატურის წყლით და ნაკადით. ის არ აზიანებს მკერდს, წყალი კი მსუბუქ
ზემოქმედებას ახდენს მასზე და წევს ტონუსს.
წყლის ნაკადით გაიკეთეთ ზევით მიმართული წრიული მოძრაობები თითოეულ მხარეს 10-ჯერ, მკერდის ქვეშ მოძრაობა უფრო ინტენსიური უნდა იყოს, რადგან ეს ზონაა პასუხისმგებელი მკერდის
სიმაღლეზე.

თავები და მის ირგვლივ მიდამო მეტად მგრძნობიარეა, ამიტომ მოარიდეთ წყლის პირდაპირჭავლს.

მასაჟის ხანგრძლივობაა 10 წთ. შხაპის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ მკერდი და წაისვით მაკორექტირებელი ბალზამი ან მკვებავი კრემი.

მკერდის დაოსური მასაჟისას მკერდს აქცევენ მუჭში და გააკეთეთ
ფრთხილი, წრიული მოძრაობები მხრისკენ. შემდეგ ხელისგულები დააფარეთ მკერდზე, ისე რომ გული თავებს ფარავდეს და დააწექით.
გაიმეორეთ 9-ჯერ ამოსუნთქვის დროს.

გამართული ზურგი ლამაზი მკერდის საწინდარია. მოხრილი
ზურგი და ჩამოშვებული ხელები ყველაზე ლამაზ მკერდსაც ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ამიტომ იარეთ გამართულმა. ამ ჩვევის
გამომუშავება შეიძლება ძველი აღმოსავლური მეთოდით.

დაიდეთ თავზე წიგნი, გაიარეთ ოთახში და ეცადეთ
წიგნი არ ჩამოვარდეს.

გამოიყენეთ ეს მეთოდი, სანამ გამართულად სიარულს არ ისწავლით.




0
668
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0