x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134731
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
მოდური "ბალეტკები"-ზაფხული 2013
"ბალერინა-ფეხსაცმელები" ქალბატონების ყველაზე პოპულარული, მოხერხებული, მოდური და უნივერსალური აქსესუარია.

"ბალეტკები" კლასიკურ ვარიანტში წარმოადგენს ბრტყელძირიან ფეხსაცმელს წაწვეტებული ან მომრგვალებული ცხვირით.

თანამედროვე "ბალეტკები" ფეხებს არანაკლებ მოხდენილად წარმოაჩენს, ვიდრე კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

image


"ბალეტკების" პოპულარობა იწყება გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა მსახიობმა ოდრი ჰეპბერნმა შექმნა მოდური იერსახეები ამ დახვეწილი ფეხსაცმელების დახმარებით.

ათწლეულების განმავლობაში "ბალეტკები" გახლდათ ყველა მოდური ფეხსაცმლის ოსტატის კოლექციების განუყრელი ნაწილი და მხოლოდ მცირე ცვლილებას განიცდიდა.

"ბალეტკების" მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი გახლავთ ბრენდი Bloch. გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის კოლექცია გაანებივრებს ქალბატონებს ლაკონური დიზაინით და მოდური ფერებით.

Bloch-ის დიზაინერებმა გადაწყვიტეს ყურადღება გაემახვილებინათ მიმდინარე მოდურ ტენდენციებზე და შექმნეს ფეხსაცმელი, რომელიც ნებისმიერ სამოსს შეეფერება-პასტელის ფერებიდან დაწყებული ლურჯი, კაშკაშა ფერებით დასრულებული.

image

Bloch


Charlotte Olympia-ს საზაფხულო მოდელები გამოირჩევა ორიგინალურობით და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვარსკვლავ-ქალბატონებში. ახალი "ბალეტკები" Cat Face, რომელიც მოქარგულია აბრეშუმით ან შავი ზამშით, ასევე პატარა ქუსლიანი და აბსტრაქტული ნახატებით გაწყობილი მოდელები ამშვენებს ახალ საკურორტო კოლექციას. ასევე აქტუალურობას არ კარგავს ზამთრის ბოლოს გამოსული "სლიპერები" Birthday Shoes და Zodiac Pandora.

image


მოდური ექსპერტების მოსაზრებით "სლიპერები" ასევე სეზონის აქტუალური მოდელი იქნება. ის შესანიშნავად შეეხამება როგორც დახეულ ჯინსებს, ასევე მკაცრი სტილის შარვლებს. მთავარია "სლიპერები" არ ჩაიცვათ პიჟამოს ტიპის სამოსთან, რადგან ამ შემთხვევაში საშინაო იერსახეს შექმნით.


ერთ-ერთი მოდური ტენდენცია გახლავთ ასევე წაწვეტებულ-ცხვირიანი ფეხსაცმელი. მსგავსი ტიპის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯერ პოდიუმზე გამოჩნდა, შემდეგ კი უკვე დიზაინერებმა ის დაბალძირიან ყოველდღიურ აქსესუარად გადააქციეს.

image

McQ Alexander McQuеen

image

Lanvin


მოდური ტენდენციის კანონმდებლად მოგვევლინა Miu Miu, რომელმაც გაიმეორა 60-იანი წლების სტილი, Dolce & Gabbana-მ გააგრძელა სიცილიური მოტივები, გამოიყენა ნახატები და მაკრამე. Aldo-მ ფეხსაცმელები გააფორმა მეტალით, ხოლო Asos-მა აირჩია თავშეკავებული ვარიანტები პასტელის ფერებში. ე.წ."ეკლები" დარჩა Christian Louboutin, Bershka, McQ Alexander McQuеen, Giuseppe Zanotti და Valentino-ს კოლექციებში.

image

image

image


ასევე მოდური ვარიანტია "ბალეტკები" ბალთებით და შესაკრავებით კოჭზე, რომელსაც შეუხამებთ ქვედაკაბებს და დამოკლებულ შარვლებს და ორიგინალურ იერსახეს შექმნით.

image

Chloe

0
319
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0