x
image
ოტი
" გაღმა ნაპირის" ავტორის- გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი
image



მრავალი პრიზის მფლობელი ფილმის" გაღმა ნაპირის" ავტორი ახალ ფილმს იღებს. მომავალი ფილმი დიალოგების გარეშე მხოლოდ ემოციებზეა აგებული.

სპეციალურად ფილმის გადასაღებად შექმნეს ხელოვნური კუნძული .



ფილმში სახელწოდებით " სიმინდის კუნძული "სიუჟეტი მდინარე ენგურთან ვითარდება.



image

ფილმის რეჟისორის - გიორგი ოვაშვილის თქმით, ფილმს საფუძვლად მეგობრისგან მოსმენილი პატარა ისტორია უდევს-" ეს დიდი ხნის ისტორიაა, დაახლოებით 2008 წელი იყო, მე და ბატონი ნუგზარ შაკაიძე ვფიქრობდით უკვე ახალ ფილმზე, მაშინ მომიყვა ნუგზარმა პატარა ისტორია, როგორ მოჰყავდათ სიმინდი პატარ -პატარა კუნძულებზე, რომელსაც მდინარე ენგური წარმოქმნიდა წყალდიდობის შედეგად. ეს იყო მათთვის შვება, რომ სარჩო მოეძიებინათ თავისი ოჯახისთვის. ეს გახდა პირველი მინიშნება ჩვენი მომავალიფილმისთვის."
image

სამი წელი მუშაობდნენ სცენარზე, ბოლოს დაფინანსება ევრიმაჟისგან მიიღო. მთავარი სირთულე კი ამ კუნძულის შექმნა გამოდგა. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ტყიბულის წყალსაცავი შეარჩიეს და სამუშაოებსაც შეუდგნენ. დეკორაციის შექმნა 4 კვირაში დამთავრდა. სათბურში გაზრდილ სიმინდს კი გადაღების დაწყებამდე რგავენ.image

აფხაზი ბაბუას და შვილიშვილის ისტორიას რეჟისორი კადრებით მოგვიყვება. ფილმში დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი. ბაბუას და შვილიშვილის იდილიურ ცხოვრებას უცხო ადამიანი არღვევს.

მსახიობებს გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა. მაგრამ სასურველ სახეს ვერ მიაგნო.შემდეგ კი შემთხვევით ინტერნეტში მარიამის ფოტო ნახა და 14 წლის გოგონა გორის რაიონიდან გადასაღებ მოედანზე მიიწვია. ბაბუას როლს კი პროფესიონალი მსახიობი, თურქი ილია სალმანი ასრულებს.

ფილმის ოპერატორი ელემერ რაგალია, რომელსაც 95 ფილმი აქვს გადაღებული. ფილმის 90 პროცენტს პატარა კუნძულზე გადაიღებენ. ფილმში 12 ქვეყნის წარმომადგენლები თანამშრომლობენ სხვადასხვა პოზიციებზე.image

ფილმის გადაღების შემდეგი ეტაპი შემოდგომით დაიწყება, ფილმი ეკრანებზე კი 2014 წლისთვის გამოვა.

image

image

image

2
103
11-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
103
  
2013, 9 ივნისი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2