x
image
სანტა-თამო
ყველაზე მრავალშვილიანები
image

სტატიაში მოგითხრობთ ყველაზე მრავალშვილიან ოჯახებზე.

ყველაზე მრავალშვილიანი მამა ინდოელი ზიონ ჩანია, რომელსაც 39 ცოლი და 94შვილი ჰყავდა. მის უფროს ვაჟს 50წლისას ჯერ მხოლოდ 2ცოლი და 13 შვილი ჰყავს. ისინი ყოველთვის ერთად სადილობენ, მარტო ვახშამზე 30ქათამი, 60კილოგრამი კარტოფილი და 100კგ ბრინჯი სჭირდებათ.

ამერიკელ ჯიმ ბობს და მიშელ დაგერებს 19შვილი ჰყავთ. 45წლის ასაკში მიშელმა განაცხადა, რომ მეოცე ბავშვზე იყო ორსულად მაგრამ მუცელი მოეშალა. მშობლები შვილებს ინტერნეტით სარგებლობას უზღუდავენ, არც სკოლაში დაჰყავთ, დედა წერა-კითხვას ასწავლის, მამა-მათემატიკას. ოჯახი არც სახელმწიფო დახმარებით არ სარგებლობს, ოჯახის უფროსი 2ადგილას მუშაობს, შვილები რომ გამოკვებოს.


ამეიკელი კელი ბეიტსი, რომელიც სულ რაღაც 44წლისაა, 18 შვილის დედაა. მალე მე-19 შვილიც ეყოლება. უფროსი 22წლისაა, უმცროსი-11თვის. ოჯახი რელიგიურია, ქორწინებამდე სექსი აკრძალულია.არ სარგებლობენ ინტერნეტით, ექიმს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ. ოჯახში სულ ხუთი საძინებელია, მაგრამ 8გოგონას ერთ დიდ საძინებელზე სძინავთ. ისინი ყოველდღიურად საყიდლებზე 250დოლარს ხარჯავენ. სარამოს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ.

37წლის ბრიტანელმა სიურედფორდმა 2012წელს მე-16შვილი გააჩინა. მისი მეუღლე საღამომდე საცხობში მუშაობს, ოჯახი რომ არჩინოს. სიუმ პირველი შვილი 14წლის ასაკში გააჩინა და არ გამორიცხავს მომავალშიც გააჩინოს.



0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0