x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ დავძლიოთ შიშები
imageშიშის გრძნობა ყოველი ჩვენთაგანისთვის ნაცნობია.ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.შიშის მომენტში ადრენალინი გამოიყოფა. ადამიანის შიშის პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია-მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული.

შიში დიდ ენერგიას გვართმევს, ჩვენს თავისუფლებას ნაწილობრივ ზღუდავს, გვაკომპლექსებს.შიში უარყოფითი მოვლენაა, რადგან ის, პრაქტიკულად, ყოველთვის დაბალი თვითშეფასების შედეგია. როდესაც ვფიქრობთ, “არ შეგვიძლია, ვერ შევძლებ, მეშინია''- ამით თავს უნდობლობას ვუცხადებთ. ამდენად, შიშის დაძლევა-გადალახვა ყოველთვის წინგადადგმული ნაბიჯია, საკუთარ თავზე გამარჯვებაა. შიშის არქონა პათოლოგიაა, რაც მთავარ დამცავ მექანიზმთან - თვითგადარჩენის ინსტიქტთან დაპირისპირებაზე მიუთითებს. ემოციური წარმოსახვის დიდი უნარის მქონე ადამიანს შეიძლება ცხოვრება მუდმივ კოშმარად ექცეს. განსაკუთრებით ეს ქალებს ემართებათ. როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი (ქმარი, შვილი) სახლიდან გასულია და შინ მოსვლას აგვიანებს, პანიკაში ვარდებიან. ყველაზე საშინელის წარმოდგენა ისეთივე სიძლიერის ემოციებს იწვევს, როგორც თავად ფაქტი. ამიტომ ასეთ რამეებს არ ჩაუღრმავდეთ და ნეგატიური აზრებისაგან განთავისუფლდით.

გაგაცნობთ შიშის ნეიტრალიზაციის მეთოდებს:

შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ.


ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი.

მაგალითად, გაზეთში კრიმინალური ქრონიკ წაიკითხოთ, ჩხუბს, მკვლელობას, საშინელებათა ფილმებს არ უყუროთ, მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც ყოველთვის ყველაფერი ცუდად აქვთ.

დროებით მოიშორეთ შიში და სიტუაცია მშივდათ გაანალიზეთ. წარმოიდგინეთ ყველაზე საშინელი და იფიქრეთ, მდგომარეობა როგორ გააუმჯობესოთ.

კარგზე იფიქრეთ. კარგი იქნება, თუ წარმოსახვით შექმნილ საშინელ სურათებს დაფლეთთ და ქარს გაატანთ. თუ მტანჯველი შიში დაბრუნდება, გააძევეთ: “გაეთრიე აქედან!''. ეს ყოველთვის უნდა გააკეთოთ, როცა შიში და მღელვარება შეგიპყრობთ. ტექნიკა მარტივია, მაგრამ შედეგიანი.

როდესაც იგრძნობთ, რომ პანიკური შიში გიპყრობთ, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობით დაკავდით. ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უცქიროთ. შიშის დროს ორგანიზმში ჭარბად გამომუშავებული ადრენაილინი სრულად დაწვით. ამისთვის კი საჭიროა მოძრაობა, ივარჯიშოთ.თუთქვენს გვერდით ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც თქვენზე ზეწეოლას ახდენენ და გაკომპლექსებენ, მათთან ურთიერთობა გაწყვიტეთ. შიში რომ დაძლიოთ, ყოველდღიურად ცოტა რისკზე უნდა წახვიდეთ. საკუთარი თავის გულადად ქცევა- ეს ტერიტორიის საზღვრების გაფართოებას ნიშნავს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას ეშინია.





1
851
7-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
851
  
2013, 15 ივნისი, 19:00
კაი სტატია
0 1 1