x
image
Jokero
Mediator image
რატომ ჭორაობენ ადამიანები?

imageამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. თუმცა ფსიქოლოგებმა მაინც სცადეს და, აი, რა დასკვნამდე მივიდნენ:
საუკეთესო ვარჯიში მეხსიერებისათვის
ჭორაობა ძალზე სასარგებლოა. ზოგადად, რაც მეტად ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, მით უფრო აქტიურდება და უმჯობესდება ჩვენი მეხსიერება. არავინ დავობს, რომ მეგობრებთან, ზოგადად, იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვისთანაც სულიერ სიახლოვეს ვგრძნობთ, ნამდვილად ვერ დავარქმევთ დროის ფუჭ ხარჯვას, მით უფრო, რომ სწორედ ეს ურთიერთობები აღგვავსებს სიცოცხლის ხალისით, გვმატებს ტონუსს და გვიუმჯობესებს გუნება–განწყობას. მეცნიერები (უკანასკნელი წლების კვლევებზე დაყრდნობით) იმასაც ამტკიცებენ, რომ ამგვარი “მასლაათი'' სასარგებლოა მეხსიერების განსამტკიცებლად. მიჩიგანის (აშშ) უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა ჯგუფის ტესტირება ჩაატარეს. შედეგებით დადგინდა, რომ იმ პირებს, ვინც რეგულარულად დიდი ხნით ახერხებს ურთიერთობას მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან, მეზობლებთან, მეხსიერების გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე კარჩაკეტილ ადამიანებს. აღმოჩნდა, რომ ეს კანონზომიერება ყველა ასაკის წარმომადგენელზე ერთნაირად ვრცელდება. ერთნაირი შდეგი აქვთ მათ, ვისაც ჯერ 25 წელი არ შესრულებიათ, ვინც უკვე დიდი ხანია 70 წელს გადააბიჯა. დაუყოვნებლივ იწყებთ ამგვარ ცხოვრებას? ვიდრე ტელეფონის ყურმილს დასწვდებოდეთ და სასწრაფოდ ჩამოურეკავდეთ ნაცნობ–მეგობრებს, გაიაზრეთ, რაზე უნდა ესაუბროთ მათ? ფრაზების ფორმალური გაცვლა არაფრის მომცემია. გონებრივ მონაცემებს, ნიჭს ამახვილებს ინტელექტუალური საუბარი, შინაარსიანი კამათი, ინფრომაციის ურთიერთსასარგებლო გაცვლა–გამოცვლა, გაგონილ–წაკითხულის სერიოზული ანალიზი, რაც მეტად ჩაგითრევთ საუბარი, მით უფრო სერიოზულად დაიტვირთება ტვინი და, შესაბამსად განმტკიცდება მეხსიერება.

0
66
6-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0