x
მეტი
  • 14.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508971
პირველი სიყვარული

imageპირველი სიყვარული
განდეგილივით მარტოობას
ვეღარ გაუძლებ,
გულის სიღრმეში
უცნაური სითბო მაუწყებს.
უეცრად გრძნობამ დამაბნია,
ჯერ ვერ გავუგე,
გაზაფხულია,
ხმა ჩამესმის,
კარი გაუღე...


ვერ ვეუარე,
ვერ შევძელი გაჯიუტება,
მჩქეფარე სისხლი სიყვარულის
უცბად დუღდება...
ნატვრა ტრფობისა ძლიერდება,
აღარ მეშვება;
გული იწრთობა,
სიყვარული ცრემლით არ ქრება...
საამურია
გახსენება ტრფობის დღეების,
პირველი გრძნობის
ტანჯვისა და ბედნიერების...

0
78
6-ს მოსწონს
ავტორი:diiianaa
diiianaa
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0