x
image
sweet one
მოაწყვე გარდერობის ოთახი

imageგარდა იმისა, რომ ასეთი ოთახი ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია, ბოლო დროს მეტისმეტად მოდურიც კი გახდა!
ალბათ დამეთანხმები, რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო - კარადის თაროდან რამის გადმოსაღებად მთელი გარდერობი რომ უნდა გადაატრიალო. ან კიდევ უარესი: ერთ პატარა მაისურს გამოქაჩავ და მთელი სეზონის ტანსაცმელი თავზე დაგეყრება.
თუკი ფართობი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენს გარდერობს მთელი ოთახი დაუთმო, შეგიძლია პატარა საგარდერობე კუთხე მაინც მოაწყო. ეს ძალიან იოლია. გადატიხრე შენი ოთახის ერთ-ერთი კუთხე, გააკეთე საკიდები და ტანსაცმელი სეზონის მიხედვით დაახარისხე.


იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებსაც ''ოთახი-გარდერობი'' ან ''გარდერობის კუთხე'' აქვთ, თითქმის ყოველთვის დალაგებული აქვს ტანსაცმელი. ეს ფაქტი კი იმით აიხსნება, რომ ერთი კონკრეტული საკიდი - ერთ კონკრეტულ ქვედაბოლოს, მაისურს ან პერანგს ეკუთვნის და არა რამდენიმე მათგანს ერთად. ასეთ შემთხვევაში, შინ დაბრუნებულს აღარ მოგიწევს ერთი მაისურის დაკიდებისთვის 4 მათგანის ჩამოხსნა და ა.შ.


image




image

გისურვებთ წარმატებებს



0
203
3-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0