x
image
ანარქია
Mediator image
საინტერესო ფაქტები კოცნის შესახებ
imageკოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს, ადამიანების 66 % კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, დანარჩენები კი ამჯობინებენ კოცნის პროცესში პარტნიორის ყურებით დატკბნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ ხანს გრძელდება იდეალური კოცნა. როგორი კოცნა აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხსნის სტრესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას?

გამოკვლევებმა დაადგინა, რომ იდეალური კოცნა 3 წუთს გრძელდება. ამასთან, ის ვნებიანი და მგრძნობიარე უნდა იყოს. კოცნის დროს აუცილებელი არაა, მაგრამ სასურველია, პარტნიორს თვალებში უყუროთ.

რომანტიკული კოცნისას იწვება 2-3 კალორია, ხოლო ფრანგული კოცნის დროს კი ხუთი და მეტი, კოცნისას ტუჩები 200-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ვიდრე თითები.


ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებაში და სტრესის მოხსნაში, ასევე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კოცნა სასარგებლოა სწორედ ქალებისთვის. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კოცნის შედეგად მშვენიერი სქესის წარმომადგენლების იმუნიტეტი საგრძნობლად მაღლდება.









2
244
10-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
244
  
2013, 4 ივნისი, 19:45
გაიხარე ძმა
2013, 4 ივნისი, 19:43
საინტრესო სტატიაა !
0 1 2