x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageთვის განმავლობაში უფრო მეტ აქტიურობას გამოიჩენთ ურთიერთობებში. გახდებით უფრო პირდაპირები, თუმცა ურთიერთობა დინამიურად ჩაივლის. მოიმატებს მიდრეკილება კამათისკენ, საკუთარ აზრს მეტად დაიცავთ. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. მოაგვარებთ ურთიერთობას ნათესავებთან, მათ მეტ დროს დაუთმობთ. დაგეგმეთ ოჯახური საქმეები. ივნისში დრო უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ გაატარეთ, დასახეთ სამომავლო გეგმები.


ხელსაყრელი დღეები:3, 4, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები:10, 11, 17, 18, 24.




imageმაღალ აქტიურობას გამოიჩენთ ფინანსურ საკითხებში, გამოიმუშავებთ უფრო მეტ ფულს საკუთარი და სხვების პროექტებზე მუშაობისას, თუმცა ფულს უფრო ხშირად დახარჯავთ. მოერიდეთ ზედმეტ რისკს და სპონტანურობას ხარჯვისას, ამგვარად ივნისი დადებითად აისახება თქვენ ფინანსურ მდგომარეობაზე. ივნისში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო მოგზაურობა. ხელსაყრელი დროა ბუნებაში, ქალაქგარეთ გასეირნებისთვის. მოგზაურობისას გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, ასევე საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა.


ხელსაყრელი დღეები:5, 6, 15, 16, 24.

არახელსაყრელი დღეები:12, 13, 14, 19, 20, 25, 26.



imageზაფხულის პირველ თვეს მეტი სასიცოცხლო ძალები გაგიჩნდებათ, უფრო თამამი, გაბედული გახდებით, სწრაფად გაართმევთ თავს ყოველდღიურ საქმეებს, გაუძლებთ მაღალ ფიზიკურ დატვირთვას. ივნისი მაქსიმალურად აქტიურად გაატარეთ. დაკავდით სპორტით, ხშირად დაისვენეთ ბუნებაში, შეასრულეთ ფიზიკური სამუშაო, ამგვარად უკეთეს ფორმაში ჩადგებით. ივნისი ხელსაყრელია ფინანსური კუთხითაც, გაიზრდება შემოსავალი, მიიღებთ საჩუქრებს. დროული იქნება ფინანსების დაგეგმვა, შემოსავლის ახალი წყაროს ძიება, ხარჯების ანალიზი და მათი ოპტიმიზაცია.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 9, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 1, 15, 16, 21, 22, 27, 28.

image ნაკლებად აქტიური იქნებით, დაგჭირდებათ მეტი დრო დასვენების და ძალების აღდგენისთვის. შეუპოვრობას და სითამამეს ვერ გამოიჩენთ. თქვენი მთავარი იარაღი და უპირატესობა გახდება პირადული ხიბლის სათანადოდ გამოვლენის, ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვების, კომპრომისებზე წასვლის უნარი. ასევე ძლიერად დაგეხმარებათ ინფორმაციის ფლობა ნებისმიერ სიტუაციაში. ხელსაყრელი თვეა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის, ერუდიციის გაღრმავების და ურთიერთობებისთვის.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 17, 18, 23, 24, 30.


imageთვის განმავლობაში გელოდებათ ახალი გეგმები, რომელთა განხორციელებისთვის მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ. უფრო ხშირად შეხვდებით მეგობრებს და თანამოაზრეებს, ამიტომ იდეების განხორციელებაში მათი მხარდაჭერის იმედიც უნდა იქონიოთ. გაგიჩნდებათ მიდრეკილება საიდუმლოების მიმართ. არ მოისურვებთ პირად ცხოვრებას ან ახალ გრძნობებზე საუბარს. შესაძლოა რომელიმე მეგობარმა გაგიზიაროთ საიდუმლო. შეხვდებით ამოუცნობ, გაურკვეველ მოვლენებს.

ხელსაყრელი დღეები:3, 4, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 19, 20, 25, 26.


imageთვის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებთ საკუთარ მიზნებს. უფრო თამამი, გაბედული გახდებით, დაისახავთ დიდ მიზანს

და დაიწყებთ სარისკო პროექტებს. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენ აქტიურობას, შეუპოვრობას, პირდაპირობაზე. შეძლებთ ბრწყინვალედ განახორციელოთ საკუთარი

გეგმები, ამიტომ ივნისი ხელსაყრელად ჩაივლის. შესაფერისი დროა მომავლის, მეგობრებთან შეხვედრის დასაგეგმად. თქვენი ურთიერთობის წრე გაფართოვდება, მასში გაჩნდება მეტი საინტერესო ადამიანი.

ხელსაყრელი დღეები: 5, 6, 15, 16, 24.

არახელსაყრელი დღეები: 1, 7, 8, 9, 21, 22, 27, 28.



imageთვის განმავლობაში გაძლიერდება სწრაფვა თავგადასავლების, აქტიური მოგზაურობის, სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარების, ახალი შთაბეჭდილების მიღებისკენ. ბედი თქვენ მხარესაა, გარემოება დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. უფრო ხშირად დაფიქრდებით საკუთარ დანიშნულებაზე. ზოგიერთი მიზანი გახდება პრიორიტებული, ზოგიერთზე კი საერთოდ უარს იტყვით.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 9, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:3, 4, 10, 11, 24, 30.



imageგაიზრდება სწრაფვა რისკის, ასევე გაბედული საქციელისკენ. ხელსაყრელი დროა ყველაზე თამამი სურვილების განხორციელებისთვის. მათში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანთ. კარგი დროა სწავლისთვის. ადვილად აითვისებთ ახალ ინფორმაციას, წარმატება გელოდებათ გამოცდების და ჩათვლების ჩაბარებისას. შესაფერისი თვეა შორეული მოგზაურობისთვის, უცხოურ პარტნიორებთან, შორეულ ნათესავებთან, უცხოელებთან შეხვედრისთვის.

ხელსაყრელი დღეები:1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 14, 25, 26.


imageმაღალი აქტიურობა გელოდებათ პირადულ ურთიერთობებში. ქალბატონებს ელოდებათ ახალი საქმიანი და პირადული ნაცნობობა. მამაკაცები მაღალ აქტიურობას გამოიჩენენ სამსახურში, გაძლიერდება შეჯიბრის სურვილი, უფრო შეუპოვრად დაიცავენ საკუთარ ინტერესებს, ღიად ისაუბრებენ პრობლემებზე. ხელსაყრელი დროა გადასახადებს, საკუთარი ბიზნესის წარმოებას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, ასევე ინვესტიციების ჩადებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 3, 4, 12, 13, 21, 22, 30.

არახელსაყრელი დღეები: 1, 8, 9, 15, 16, 28.


imageმაღალ აქტიურობას გამოიჩენთ პროფესიულ საქმიანობაში. ადვილად გაართმევთ თავს დავალებას, რომელიც მოითხოვს ენერგიულობას, გახდებით მაქსიმალურად პირდაპირი კოლეგებთან მიმართებაში. მოერიდეთ მათთან კამათს და კონფლიქტებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. სპორტი დადებითად აისახება თქვენ განწყობაზე. პირადული ურთიერთობა ჰარმონიული იქნება, პარტნიორთან გაგიჩნდებათ მეტი საერთო ინტერესი, მოიმატებს მგრძნობიარობა და სინაზე. მარტოხელა მარტორქებს ელოდებათ ხანგრძლივი სასიყვარულო რომანი.

ხელსაყრელი დღეები:: 5, 6, 15, 16, 24.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 17, 18, 30.


imageხელსაყრელი თვეა მსუბუქი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელსაც არ სჭირდება მაღალი აქტიურობა და დეტალებში ჩახედვა. წარმატება გელოდებათ ნებისმიერ ინტელექტუალურ საქმიანობაში, საქმიან მოლაპარაკებებში. კოლეგებთან ურთიერთობა უფრო ადვილი და მაქსიმალურად სასიამოვნო იქნება.

ივნისში აქცენტი გადავა პირადულ ურთიერთობაზე, რომანტიკაზე. უფრო თამამი და აქტიური გახდებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, გაიზრდება პაემნების რიცხვი. არსებულ კავშირებში გაჩნდება მეტი დინამიკა, ვნება, მაგრამ მოიმატებს კამათისკენ მიდრეკილებაც, განსაკუთრებით, როცა პარტნიორი მზად არ არის ცხოვრების ასეთი რიტმისთვის.

ხელსაყრელი დღეები:7, 8, 9, 17, 18, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:5, 6, 12, 13, 19, 20.



imageთვის განმავლობაში აქტიური იქნებით ოჯახურ საქმეებში. გაგიჩნდებათ რემონტის გაკეთების სურვილი. ენერგია საკმარისი გექნებათ, თუ მას არ დახარჯავთ ნათესავებთან კამათზე. შინაურებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, თუმცა დაგჭირდებათ პირდაპირობა, გულწრფელობა და დელიკატურობა ერთდროულად. ივნისში გელოდებათ ბევრი რომანტიკა. მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები პირადულ ცხოვრებაში, გამორჩეული პაემანი, რომანტიკული თავგადასავალი. გაძლიერდება შემოქმედებისკენ სწრაფვა, საკუთარი ნიჭის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა.

ხელსაყრელი დღეები: 1, 10, 11, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 15, 16, 22.

0
855
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0