x
image
ანარქია
Mediator image
როგორ მოვიშოროთ უძილობა?
imageიცოდით, რომ ადამიანი საშუალოდ 22 წელს ძილში ატარებს? ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორ ძილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მეცნიერების მტკიცებით, ჩვეულებრივი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალების აღსადგენად, დღეში 5 საათიანი კარგი ძილიც საკმარისია, მაგრამ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში გამოიძინოთ, ძილის რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ 5-6 საათი ძილი სრულიად საკმარისია ადამიანის პრგანიზმისათვის, უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს სათანადოდ გამოძინებას.


რა არის საჭირო მშვიდი ძილისათვის?


ძილის წინ უნდა მოდუნდეთ. არ უნდა დაიძინოთ საგონებელში ჩავარდნილმა, ამიტომაც საჭიროა ძილის წინ 15 წუთის განმავლობაში სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, ან მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ.

დაძინებისას 2-3 საათით ადრე მოერიდეთ საკვების მიღებას.

ძილის პერიოდში ორგანიზმი ცდილობს რაც შეიძლება განტვირთოს კუჭი მუშაობისაგან, რომ სეძლოს მძიმე დღის შემდეგ დასვენება.

კარგი იქნება საღამოს ნაკლებს თუ შეჭამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი მთელს ენერგიას არა ძალების აღდგენას, არამედ მიღებული საკვების გადამუშავებას მოახმარს.

image

ძილის წინ კარგია მცირე ფიზიკური დატვირთვა, ამიტომაც აუცილებლად მიიღეთ თბილი შხაპი, ეს არის არა მხოლოდ ჰიგიენის ნორმა, არამედ სხეულის მოსადუნებელი საუკეთესო საშუალება, ეცადეთ ძილის დროს არ შეგცივდეთ. სიცივეში ორგანიზმი ვერ ისვენებს.

ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ გონების განტვირთვაზეც, ნუ დაჯდებით ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ამით გონება იღლება, რაც დაძინებაში ხელს უშლის.

დამერწმუნეთ - ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა სასარგებლოა ორგანიზმისათვის ასევე თქვენი ცხოვრების წარმართვისათვის.

0
64
9-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0