x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მიიირთვით, დაბალკალორიულია!

imageვის არ უყვარს ტკბილეული?!ზოგს კი ისე ძალიან უყვარს, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს სად მიირთმევს, მთავარია გემრიელი და ტკბილი იყოს. დაბალკალორიული კექსების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია უცნაური მარკეტინგით დაკავდა. მათი 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარეს ასეთი საინტერესო აქცია: ლონდონის ერთ-ერთი ლიფტის კედლები დაფარეს კექსებით.სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას მოშიებულ თანამშრომლებს შეეძლებათ ლიფტში მიირთვან უფასოდ, ოღონდ ტკბილეულის მირთმევის ფორმა იქნება განსხვავებული და სასცილო.მათ შეეძლებათ ჭამონ იმდენი ტკბილეული რამდენიც სურთ, მაგრამ კექსის ხელით მოხსნა შეუძლებელია, ის თავისით ვარდება, როცა მას ადამიანი ენით შეეხება.ამ დიზაინის ფორმირებაში სულ დაიხარჯა 1325 ცალი კექსი.

image


















ორგანიზატორები ამბობენ, რომ ასეთი აქცია არის მცდელობა აჩუქო ხალხს კარგი განწყობა. მაგრამ, მაინც, უმრავლესობის აზრით, ეს მხოლოდ დიზაინერების კრეატიულობის და გონებაგამჭრიახობის მაგალითია, თორემ ლიფტში კექსს არავინ ''ლოკავს'', თუგინდ ის გემრიელი და დაბალკალორიული იყოს. ფაქტი ის არის, რომ დღის ბოლოს მაინც ნახევრადცარიელი ხვდებათ ლიფტის კედლები და ყველა შეჭმული კექსის ახლით ცვლა უწევთ.

image

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო26
ნინო26
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0