x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ნიკა გვარამია — „ოდნავ მაინც ვინც მიცნობს, არათუ იცინებს, დამცინებს“

imageგუშინ, გვიან ღამით საპატრულო პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დააჯარიმა. მომხდართან დაკავშირებით გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე დაჯარიმების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
„თითქოს ყველაფერს უნდა ველოდე, მას შემდეგ რაც 2012 წლის ბოლოს ლამის ქვეყნის მთავარ კრიმინალურ «მოზგად» გამომაცხადა პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ, მაგრამ აი რას არ მოველოდი და იმას რაც ამაღამ შემემთხვა. სიტუაცია ოქსიმორონი — მე, ნიკა გვარამია, ცხოვრებაში ჯამში ერთი ბოთლი ღვინო რომ მექნება დალეული (ვუტრირებ, მაგრამ არცთუ ძალიან) დამაჯარიმეს სიმთვრალისთვის… ოდნავ მაინც ვინც მიცნობს, არათუ იცინებს, დამცინებს…
აღმოჩნდა, რომ დილით დალეული ერთი ბოთლი ლუდიც საკმარისია. ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად. ბაგებში ანალიზის ასაღებად წასვლა ღამის 2 საათზე აღემატება ჩემს ადამიანურ შესაძლებლობებს, ნამდვილად…“, — წერს ნიკა გვარამია.

1
2184
1-ს მოსწონს
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
2184
  
2013, 6 ივნისი, 10:18
თქვენ არ გეკადრებათ ეს როგორ გაკადრეს , დავიღუპეთ
0 1 1