x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
არა თამბაქოს!
ამ სტატიაში გაგაცნობთ, როგორი მეთოდებით ებრძვის ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფო მოწევას...

ირლანდია გეგმავს გახდეს მეორე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სიგარეტის ყუთებზე ბრენდების ლამაზი სახელწოდებები გაქრება. როგორც ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ისინი ავსტრალიის კვალს მიჰყვებიან და "მოწევასთან ბრძოლის" ახალ პროგრამას დაიწყებენ, რაც ითვალისწინებს სიგარეტის სავაჭრო მარკის, ფერის, ლოგოტიპისა და გრაფიკული გამოსახულებების ჩანაცვლებას მისი მავნე შედეგების ამსახველი სურათებით...

"მოწევა ზიანს აყენებს მომავალ ბავშვებს!"მოწევა ზიანს აყენებს მომავალ ბავშვებს!






image ჯანდაცვის მინისტრის, ჯეიმს რაილის, თქმით, მოწევა ავადმყოფობის უამრავი სახეობის და სიკვდილიანობის გამომწვევია. წლის განმავლობაში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით ქვეყანაში 5 200 ადამიანი იღუპება, ხოლო ყოველი მეორე მწეველის გარდაცვალება თამბაქოს მოხმარების შედეგებს უკავშირდება.

ასევე გამოცდილმა ექიმმა და მინისტრმა ჯემს რაილმა განაცხადა, რომ ბევრი არგუმენტი იქნები წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, თუმცა მას ჯერა მისი ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს...

"მოწევა იწვევს პერიფერიულ დაავადებებს..."

მოწევა იწვევს პერიფერიულ დაავადებებს

"მოწევა იწვევს მხედველობის დაქვეითებას..."

მოწევა იწვევს მხედველობის დაქვეითებას

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ავსტრალიაში სიგარეტის ყუთებისთვის გამჭვირვალე მწვანე შეფერვის მინიჭება გადაწყდა, რამაც თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების აღშფოთება გამოიწვია, ხოლო კუბამ ამის გამო ავსტრალიის წინააღმდეგ “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ მეშვეობით საქმის აღძვრა მოითხოვა.

1
101
9-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
101
  
2013, 20 ივნისი, 23:50
საინტერესოა. კარგი იქნება ჩვენთანაც გამონახონ რაიმე ეფექტური მეთოდი.
0 1 1