x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
5 ულამაზესი ციხე-კოშკი და სასახლე (ნაწილი პირველი)
სტატიაში შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და სანახაობრივ ციხე-სიმაგრეებისა და სასახლეების ფოტოებს, თან დავურთავ მცირეოდენ ისტორიას.


1) The Potala Palace (ტიბეტის ყველაზე დიდი მონუმენტური ნაგებობა)


The Potala Palace: Tibet


თავდაპირველად იგი მეფე Songtsen Gampo-მ ააშენებინა მეშვიდე საუკუნეში. The Potala Palace მდებარეობს წითელ გორაკზე ლხასაში (ქალაქი ჩინეთში, ტიბეტის ოლქი). იგი ომების შედეგად დაინგრა და Dalai Lama V-ის (დალაი-ლამა - ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი) მმართველობის დროს აღადგინეს 1645 წელს. ამის შემდეგ ტიბეტის პოლიტიკურ ცენტრად გადაიქცა. Dalai Lama XIII-მ რესტავრაცია გაუკეთა სასახლეს და სწორედ ამ სახითაა დღემდე შემორჩენილი.


სიმაღლე: 117 მეტრი (384 ფუნტი)

სიგანე: 360 მეტრი (1180ფუნტი)

ფართობი: 130000 კვადრატულ მეტრზე მეტი (დაახლოებით 32 ჰექტარი).


თეთრი სასახლე ადმინისტრაციული შენობაა, წითელი სასახლე - რელიგიური დანიშნულების.


2) Mont Saint-Michel (შუა საუკუნეების ციხესიმაგრე პატარა კუნძულზე)


Mont Saint-Michel: a Medieval Castle on a Small Island


Mont Saint-Michel (წმინდა მიხეილის მთა) მდებარეობს კუნძულ Tidal-ზე, ნორმანდიაში, საფრანგეთი.

კუნძული ეროზიის შედეგად გაჩნდა, გრანიტის ფენამ ნელნელა ამოიწია მიწის ზედაპირზე. ფრანგებს საუკეთესო საშუალება მიცეცათ შუა ოკეანეში ციხესიმაგრე აეგოთ და თავი დაეცვათ წყლიდან შემოტევებისაგან.

1879 წელს კუნძულთან მისასვლელი ხიდი გაკეთდა (შექმნეს ხელოვნური მიწაყრილი).

3) Predjamski Castle (მღვიმეში გაერთიანებული სასახლე)


Predjamski Castle: Integrated in a Cave


ეს ციხესიმაგრე მდებარეობს დასავლეთ სლოვენიაში (Postojna-დან 11 კილომეტრის მოშორებით), მღვიმის შესასვლელთან და გაერთიანებულია მღვიმეც.

ციხესიმაგრე პირველად 1274 წელს აშენდა და გერმანული სახელი ეწოდა - Luegg. მისი გოთური სტილი პატრიარქ Aquileia-ს უკავშირდება. ციხესიმაგრე მიუდგომელ ადგილასაა აგებული.


4) Neuschwanstein Castle (კლასიკური ზღაპრული სასახლე)


Neuschwanstein Castle: the Classic Fairytale


Neuschwanstein Castle არის მე-19 საუკუნის ბავარიული სასახლე (სამხრეთ ბავარიაში). იგი მთელს გერმანიაში ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის.


5) Matsumoto Castle (ყველაზე მომხიბლავი სასახლე იაპონიაში)


Matsumoto Castle: Japan


Matsumoto Castle სასახლე მდებარეობს ქალაქ Matsumoto-სთან ახლოს. აქ მოხვედრა ტოკიოს საავტომობილო ან სარკინიგზო გზით ადვილადაა შესაძლებელი. სასახლის მშენებლობა მე-16 საუკუნის ბოლოს დასრულდა. იგი დღემდე ინარჩუნებს პირვანდელს სახეს (ხის ინტერიერს და გარედან ქვებით მოპირკეთებულ ზედაპირს). იგი იაპონიის ეროვნული საგანძურის სიაშია შეტანილი.



სამწუხაროდ, ამჟამად, მხოლოდ 5 ულამაზესი სასახლის შემოთავაზება მოვახერხე, მაგრამ, მსურველთათვის, გაგრძელება აუცილებლად იქნება.



7
138
15-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
138
  
2013, 29 მაისი, 10:26
როგორც ყოვეთლვის საინტერესო..:)
2013, 29 მაისი, 10:24
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას:)
2013, 29 მაისი, 10:23
ნამდვილად შექების ღირსი ხარ :)))
2013, 29 მაისი, 10:20
თავში :) გაგრძელებაც იქნება ისე :) ათეული უნდა შევკრიბო და მეორე ხუთეულსაც დავწერ :)
2013, 29 მაისი, 10:17
არა სად პოულობ ასე საინტერესო და კარგ რამეებს მომეწონა ძალიან
2013, 29 მაისი, 10:15
მესამემ " გრაფი მონტე-კრისტო" გამახსენა.:)
2013, 29 მაისი, 10:12
Neuschwanstein Castle
0 1 7