x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
ნინი ბადურაშვილზე გავრცელებულ ჭორებს, მისი და - ქეთო პასუხობს (ინტერვიუ)

imageეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი, _ 14 წლის ქეთო თოფურიძეა. მშობლებისგან და უფროსი დებისგან განებივრებული ქეთო ჟურნალისტობაზე ოცნებობს. როგორც თავად გვითხრა, საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიაში ხედავს. მას მალე ორი დისშვილი შეეძინება. მისი დები, _ ნინი ბადურაშვილი და ანასტასია თოფურიძე ორსულად არიან.
დებზე, სიძეებზე, მშობლებსა და სხვა საინტერესო ამბებზე ქეთო თავად გვიყვება.
– 14 წლის ვარ, პირველ გიმნაზიაში, მერვე კლასში ვსწავლობ. ამ ეტაპზე მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული. ყველაზე ძალიან მათემატიკა და ინგლისური მიყვარს. ჟურნალისტიკაზე ჩაბარება მინდა. ჩემი ახლობლებიც მირჩევენ, რომ ეს პროფესია ავირჩიო.
– პრესაში გინდა მუშაობა თუ ტელევიზიაში?
– ტელევიზიაში. თავიდან არ მექნება იმის ამბიცია, რომ ჩემი შოუ მქონდეს. უნდა გავიარო ყველა გზა წარმატებული ჟურნალისტი რომ გავხდე. კორესპონდენტი ვიყო, ვწერო და ა.შ.
– შენი ოჯახის წევრები მსახიობები და მომღერლები არიან, და _ ანასტასია მოდელია. არ გიფიქრია მათ კვალს გაყოლოდი?
– მოდელი რომ იყო, ძალიან კარგი ტანი უნდა გქონდეს, _ როგორც ანასტასიას. მე მთლად მასეთიც არ მაქვს, ამიტომ არ მიფიქრია. როგორც გითხარით, ყველაზე მეტად ჩემს თავს ჟურნალისტიკაში ვხედავ. თუმცა დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმებისა და სერიალების ეპიზოდურ როლებში. გახსოვთ ალბათ `გოგონა გარეუბნიდან~, რომ ვთამაშობდი. მსახიობობა ჩემთვის ჰობის დონეზეა. სიმღერას რაც შეეხება, ხშირად მიმღერია დედასთან ერთად ფილარმონიაში, თუმცა მომღერლობაზე არასდროს მიფიქრია.
– მოეწონათ შენს მიერ შესრულებული ეპიზოდური როლები დედას და ბაბუას?
– მიუხედავად იმისა, რომ ეკა ძალიან კრიტიკულია ჩემს მიმართ, შესრულებული როლები მოეწონა. მითხრა ყველაზე რთულია სახასიათო როლის შესრულებააო. გახსოვთ ალბათ, "სწერვა" გოგოს ვთამაშობდი სერიალში _ `გოგონა გარეუბნიდან~. ნიკა წულუკიძეს მინდა მადლობა გადავუხადო, მან შემომთავაზე ამ როლის თამაში. ბავშვები, რომ მხვდებოდნენ ავტოგრაფს მთხოვდნენ და ჩემთან ფოტოებს იღებდნენ. ისე ერთი ჩვევა მაქვს, _ ტელევიზორში რომ ვჩანვარ, ჩემს თავს ვერ ვუყურებ, ოთახში შევდივარ და ვიკეტები. ბოლო დროს მე და ნინი ვგიჟდებით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებზე". თითო სერიას მინიმუმ სამჯერ ვუყურებთ (იცინის).
– ახლა მითხარი როგორი ურთიერთობა გაქვს ეკასთან?
– ეკა ჯიგარი დედაა. გამოცდილია გოგოების გაზრდაში, იცის როგორ უნდა მომიდგეს. თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ოჯახისა და დედაჩემის დამსახურებაა. ხანდახან არ ვუჯერებ და ეკა მემუქრება დაგსჯიო, მაგრამ ეს დღე ჯერ არ დამდგარა. მთელი ოჯახი მირეკავს სახლში არ დააგვიანოვო. ნინი 27 წლისაა და ბაბუაჩემი დღემდე საღამოს 10 საათზე სახლში იყავიო ეუბნება. მამასთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
– მამას პირად ამბებს უყვები?
– ჩემს პირადულში თუ რამე ხდება, ეს პირველი მამამ იცის. თუ რამე არ მოსწონს მშვიდად და წყნარად მიხსნის, არასდროს დაუყვირია. იმედაზეც გეტყვით, _ ის ჩემთვის ყველაფერია, დედაც, მამაც, ძმაც... ბებიებთანაც ვმეგობრობ, ჩემი დაქალები არიან.
– დებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ალბათ განებივრებენ ყველაზე პატარა რომ ხარ.image
– ხშირად მეუბნებიან, ანასტასია ალბათ უფრო გიყვარს ვიდრე ნინი, ის ხომ შენი ნახევარდააო. ორივე ერთნაირად, _ ძალიან მიყვარს. ჩემი დები ჩემთვის მისაბაძები არიან. ბოლო დროს ანასტასია "მემკაცრება" (იღიმება), მირეკავს ხოლმე დროზე მოდი სახლშიო. თვითონ ჩემი ტოლი, რასაც უნდა იმას აკეთებდა, სკოლას ხშირად აცდენდა. არ უნდა რომ მეც იგივე გავაკეთო. ხვდება თავის შეცდომებს.
– ქეთო, როგორც ვიცი დების ტანსაცმელს აქტიურად მოიხმარ. არა?
– (იცინის) პარაზიტი ვარ. ნინის და ანასტასიას ტანსაცმელი, კარგად მერგება. ნინიზე ვძალადობთ მე და ანასტასია. ის ძალიან მომთმენია. მის ადგილას რომ ვიყო, არ მოვითმენდი. კარადაში ლამაზი რაღაცეები რომ უკიდია ცდუნებას ვერ ვუძლებ. მთელი ოჯახი მანებივრებს. ნინი მოსკოვში რომ გადავიდა საცხოვრებლად, ტანსაცმლის ნაწილი სახლში დატოვა. მე რა თქმა უნდა ხშირად ვიცვამდი. თბილისში, რომ დაბრუნდა მირეკავს და მეუბნება, _ ახლა გარდერობს ვათვალიერებს და სამი პერანგი დალაქავებულიაო. თავიდან გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ მითხრა არაუშავსო. ბევრ რამეს მჩუქნის კიდეც.
სიძეები მოგწონს?
– ძმებივით მყვანან. ორივე ირაკლია და ორივე 31 წლის. ხასიათით ერთმანეთს გვანან, ძალიან კარგები არიან. ბედნიერი ვარ ასეთი სიძეები რომ მყავს. ნინი როცა მოსკოვშია მენატრება, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბედნიერია. ჩემთვის ესაა მთავარი.
– მალე "ორგზის" დეიდა გახდები. ანებივრებ ორსულ დებს?
– ვანებივრებ, პატივში არიან. ახლა ნინი ჩვენთანაა, ჩემთან სძინავს და მუცლზე ვეფერები. ეს პერიოდი ჩემთვის ყველაზე ბედნიერია, რადგან ჩემს დებს გახარებულებს და ბედნიერებს ვხედავ. ნინი ივლისის ბოლოს ელოდება გოგოს, ანასტასია კი აგვისტოს დასაწყისში _ ბიჭს. ანასტასიამ გადაწყვიტა, ბავშვს ლადო დაარქვას. მას და მის მეუღლეს მოსწონთ ეს სახელი, თანაც ეკას გარდაცვლილ ძმას ერქვა და მის საპატივსაცემოდაც.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა და არც არასდროს მყოლია. მგონია, რომ ადრეა შეყვარებულის ყოლა. ისე ბიჭი, რომელიც მომავალში მომეწონება ჭკვიანი და ერთგული უნდა იყოს. ფიზიკურობას ყურადღებას არ ვაქცევ. ვერც იმას ვიტყვი, მელოტი და მსუქანი ბიჭები მომწონს-მეთქი.
– ეკა საბავშვო "ახალი ხმის" ჟიურის წევრია. ალბათ სულ დაკავებულია. არ განიცდი დედასთან ურთიერთობის დეფიციტს?
– მიუხედავად იმისა, რომ სულ დაკავებულია შვილებისთვის დრო ყოველთვის რჩება. მასთან ერთიერთობის დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი.
– ქეთო. ჭორია ნინი ქმარს გაშორდაო?
– კი, ჭორია. ირაკლი საქმეების გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ნინიც ვერ მიდის მოსკოვში, რადგან 7 თვის ორსულია და თვითმფრინავით მგზავრობა არ შეიძლება. თანაც `საქართველოს ვარსკვლავის~ ჟიურის წევრია. ნინი და ირაკლი, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წყვილია.

1
7260
9-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
7260
  
2013, 28 მაისი, 12:40
მეც მასე მგონია , აფსუს როგორ მენანებაა
0 1 1