x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
რეცეპტი მოხდენილი თეძოებისთვის-მარტივი ვარჯიში
ფიტნესის სპეციალისტებმა American Council of Exercise-დან ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა თეძოების კუნთებისთვის ყველაზე შესაფერისი ვარჯიშის დასადგენად.
სხვადასხვა ვარჯიშების ეფექტურობას ადგენდნენ ელექტრომიოგრაფიით.
image

აღმოჩნდა, რომ თეძოებისთვის საუკეთესო ვარჯიშია ჩვეულებრივი
ჩაბუქნა. ასევე საფეხურზე ასვლა, თეძოების აზიდვა ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობისას.
ეს ვარჯიშები მარტივია, არ ესაჭიროება რთული მოწყობილობა, შეიძლება მისი სახლში შესრულება.

image

აიღეთ ჰანტელები ორივე ხელში. დადექით გამართულად.

წინ გადადგით მარჯვენა ფეხი, არ დაიხაროთ, ზურგი გამართული უნდა გქონდეთ.

მოხარეთ მარცხენა ფეხი მუხლში ისე, რომ ტერფის წინა მხარე იატაკს ეყრდნობოდეს, ხოლო მუხლი ტერფის მაღლა განლაგდეს.

დაკარით მარჯვენა ფეხს და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 8-12-ჯერ.


შეცვალეთ ფეხი.


დადექით საფეხურის ან კოლოფის წინ (სიმაღლე 40 სმ) ჰანტელებით ხელში. დადგით მარცხენა ფეხი საფეხურზე და მთელი სიმძიმე გადაიტანეთ მასზე. მთელი ძალით დაეყრდენით მარცხენა ფეხს, დაჭიმეთ კუნთები და ადით საფეხურზე, ისე რომ არ გამოიყენოთ მარჯვენა ფეხი. გაიმეორეთ 8-12 ჯერ.
შეცვალეთ ფეხი.


თეძოების აზიდვა:

საწყისი მდგომარეობა: დაეყრდენით მუხლებსა და ხელისგულებს. ოდნავ დაჭიმეთ მუცლის კუნთები. აწიეთ მუხლში 90 გრადუსით მოხრილი ფეხი ისე, რომ თეძო წელის გასწვრივ იყოს. გაიმეორეთ 8-12-ჯერ.

შეცვალეთ ფეხი.





0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0