x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ეპილეფსიის წამალი ნარკომანებისათვის

image კოკაინზე დამოკიდებულება შეიძლება განიკურნოს ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატით - დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. წინასწარი გამოკვლევა ჩატარდა 20 მოხალისეზე, ისინი კოკაინს საშუალოდ 12 წლის განმავლობაში ღებულობდნენ. მკურნალობის კურსის შემდეგ, 8 მათგანმა მთლიანად დააღწია თავი ნარკოტიკებისადმი "ლტოლვას" და ექსპერიმენტის დამთავრებიდან 75 დღის განმავლობაში არ მიუღია კოკაინი. ექსპერტები იტყობინებიან, რომ მკურნალობის შედეგიანობა ( 20_დან 8 ადამიანი ) საშუალოა, ხოლო შემდეგ სტაბილურობა საკმაოდ შთამბეჭდავი, რადგან ნარკომანები სხვა მედიკამენტური მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში ისევ უბრუნდებიან ხოლმე კოკაინს.
image კოკაინზე დამოკიდებული მოხალისეები ორჯერ ღებულობდნენ პრეპარატ GVG-ს, შემდეგ თანდათანობით ზრდიდნენ მის დოზას მანამდე, სანამ შარდის ანალიზი არ აჩვენებდა, რომ ორგანიზმი გაიწმინდა კოკაინისგან. ამის მერე პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებდნენ, რაც დაახლოებით 10 კვირას გრძელდებოდა. ექსპერიმენტის 8 მონაწილემ მკურნალობაზე უარი თქვა პირველი 10 დღის განმავლობაში, სხვა 4 მოხალისეც ისევ დაუბრუნდა კოკაინს, ისე რომ არ დაუსრულებია მკურნალობის კურსი. თუმცა სამმა მათგანმა ორჯერ შეამცირა მიღებული ნარკოტიკების რაოდენობა. დანარჩენმა 8 მონაწილემ კი, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობის კურსი, საერთოდ უარი თქვა კოკაინზე და ნარკოტიკებისადმი "ლტოლვა" აღარ ჰქონია.
image მეცნიერები იტყობინებიან, რომ GVG ზრდის თავის ტვინში დამამშვიდებელი ნივთიერების GABA-ს კონცენტრაციას და ამგვარად კოკაინით გამოწვეულ "კაიფის" მდგომარეობის ბლოკირებას ახდენს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ პრეპარატს დიდი პოტენციალი აქვს და ამიტომ საჭიროა, გაგრძელდეს გამოკვლევები.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:nago123
nago123
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0