x
წყალი ახალგაზრდობას გვჩუქნის
imageსულ უფრო ხშირად უარს ვამბობთ ჩვეულებრივ წყალზე და უპირატესობას რეკლამირებულ
გაზიან სასმელებს ვანიჭებთ.ამით ორანიზმს ვაკლებთ ყველაზე ძვირფას ბუნებრივ სითხეს და შედეგად მრავალრიცხოვანი დაავადებებით ვიტანჯებით.ადამიანის ჯანმრთელობა და უქეიფობა დამოკიდებულია სწორედ წყალზე, იმაზე, ყოველდღიურად მას საკმარისი რაოდენობით ვიღებთ თუ არა. ბიოქიმიური თვალსაზრისით, დაავადებები და სიბერე - ეს არის უჯრედების მიერ სინოტივის დაკარგვა და უჯრედშორისებში წყლის რესურსების გამოლევა. წყალი ორგანიზმის დამანგრეველი დაავადებების თავიდან აცილებისა და მკურნალობის უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებაა.ორგანიზმს წყალი რომ აკლია, ამას მოწმობს:მძიმედ სუნთქვა, პირის ღრუს, ენის სიმშრალე, ნაწლავების სპაზმები, ყაბზობა, მშრალი კანი, თავის ტკივილი, სწრაფად დაღლა.
ორგანიზმში წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა დღეში 1, 5-2 ლიტრი წყალი.აუცილებელია წყლის მიღება დილით, გაღვიძებისთანავე.

საღამოს, ძილის წინ და დღის განმავლობაში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით თითო

ჭიქა წყალი ყოველ მიღებაზე.დალიეთ სხეულის ტემპერატურის შესატყვისი წყალი, არა - ერთბაშად, არამედ ყლუპებით, ცოტა ხნით პირში გაიჩერეთ.დილით წყალი ორგანიზმს

ასტიმულირებს საღამოს - ამშვიდებს, საჭმლის კარგად მონელებას და ძალის ნორმალურად აღდგენას ეხმარება.




0
201
7-ს მოსწონს
ავტორი:მარიკუნა25
მარიკუნა25
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0