x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მოდური სარაფანი-ზაფხული 2013
სარაფანი ქალბატონების საზაფხულო გარდერობის აუცილებელი ნივთია. წლევანდელ სეზონზე, როგორც ცნობილი დიზაინერების საზაფხულო კოლექციებში გამოჩნდა, სარაფანი მეტად კაშკაშა, ქალური და ჰაეროვანია.

მოდაშია ყვითელი ელფერი, გამორჩეული ყვავილოვანი პრინტი და რომანტიკული მაქსი-სიგრძე.

აირჩიეთ კაშკაშა ფერის სარაფანი და შეიქმენით საუკეთესო განწყობა-

ეს გახლავთ დიზაინერების მოწოდება ქალბატონებისადმი.


გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის კოლექციების ჩვენებაზე მეფობდა ნეონის ფერები და მრავალფეროვანი ნახატები, რომელიც აძლიერებდა შვებულების სეზონის და რომანტიკული სეირნობის განწყობას.

ცისარტყელას ფერებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყვითელი ფერი.


image

Issa; DKNY


საზაფხულო სარაფანები კაშკაშა ყვავილებით-ვარდები, გეორგინები, მინდვრის იები და ყაყაჩოები, ეგზოტიკური ორქიდეები და შროშანები- სამოსს მატებს სილამაზეს და ხაზს უსვამს ქალურობას.

ყვავილებით არის მოფანტული მოკლე, ღრმა დეკოლტეიანი სარაფანები, ჰაეროვანი შიფონის გრძელი სარაფანი, 1940-იანი წლების სტილის სილუეტი, როგორც Christian Dior კოლექციებში.

image
Issa

image

Etro

image

Dior; Temperley London


წლევანდელი ზაფხულის ჰიტი მაქსი სარაფანებია-სიგრძე იცვლება წვივის შუიდან კოჭებამდე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება სანდალ-გლადიატორებთან.

ყელზე გადაჯვარედინებული თასმები, ღია მხრები, თავისუფალი თარგი და ჰაეროვანი სილუეტი ასევე მიმზიდველად გამოიყურება. დიდ პატივშია ბამბის და სელის ქსოვილი, რომელიც მეტად გრილია ზაფხულის ცხელ დღეებში, თუმცა წვეულებებისთვის შეგიძლიათ აბრეშუმის სარაფანი აირჩიოთ.

image

Tommy Hilfiger

image

Etro;Luisa Beccaria


მინი სარაფანი და კოკეტური ფორმები წარმოადგინა Dolce & Gabbana, Blumarine, Alexis Mabille და Moschino-მ პოდიუმზე. ასეთი სარაფანით მეტად გარმოჩეული იქნებით სუფთა ჰაერზე გამართულ წვეულებზე. ყვავილოვანი ან ხილის ნახატები, ზოლები ან გრაფიკა დამატებით ხიბლს შემატებს სამოსს. იერსახეს კი მაღალქუსლიანი სანდლები, ნეონისფერი ჩანთა და მსხვილი ბიჟუტერია დაასრულებს.

image

Isabel Marant; Dolce & Gabbana

image
Moschino; Dolce & Gabbana

image

Blumarine; Nina Ricci


კიდევ ერთი პოპულარული სილუეტი ღრმა დეკოლტე და ვიწრო თასმები ან უთასმო სარაფანი გახლავთ. ამგვარი "პლაჟის" მოდელი ნებისმიერი აღნაგობის ქალბატონს შეეფერება, მოხერხებულად დაფარავს სხეულის ნაკლს და ხაზს გაუსვამს ღირსებას.

ერთფეროვანი და მრავალფეროვანი მოდელები დეკოლტეთი წარმოადგინეს Roberto Cavalli, Ralph Lauren, Issa,
Temperley London, Alice&Olivia და სხვა დიზაინერებმა.

გაითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ამგვარი სილუეტი აკრძალულია მკაცრი საოფისე კოდით, ამიტომ ის შვებულების სეზონისთვის შემოინახეთ.
image
Roberto Cavalli

image
Temperley London; Alberta Ferreti

image
Alice-Olivia; Ralph Lauren



0
581
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0