x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ხუმრობასაც გააჩნია

იუმორი, სატირა და მქირდავი ხუმრობა - სხვადასხვა რამაა.ადამიანის აბუჩად აგდება არამხოლოდ ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურადაც

შეიძლება.ამასთან უკანასკნელი პირველზე უარესია.

ადამიანურ შიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვა ადამიანების თვალში სასაცილოდ გამოჩენის შიშია.და თუ პიროვნებას ყოველთვის დასცინით, მას არასრულყოფილების კომპლექსი უჩნდება, ნერვული ხდება ან ფსიქიკა ერყევა.რა თქმა უნდა, მხიარული ანეკდოტი ან სასაცილო გამონათქვამი - შესანიშნავია, მაგრამ ადამიანის ნებისმიერ თვისებებზე ქილიკი, უბრალოდ პიროვნების აბუჩად აგდებაა.

მხიარულებაშიც საჭიროა საზღვრების დაცვა, რომლის იქით გადაბიჯება არ შეიძლება.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში.კარგ ადამიანად ფორმირებისთვის უმჯობესია რაღაცის გამო დასაჯოთ, ვიდრე დასცინოთ და აბუჩად აიგდოთ.image

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიკუნა25
მარიკუნა25
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0