x
image
მოზამბიკელი
არის თუ არა სიყვარული დაკნინებული ?
არავისთვისაა უცნობი, რომ სიყვარული მრავლნაირი არსებობს, ვთვლი რომ სიყვარულის უნარი ყველასა აქვს, მაგრამ ზოგი არ იყენებს. უმთავრესად ადამიანი სიყვარულისთვის ცხოვრობს. ქალ-ვაჟური სიყვარული ბადებს დანარჩენ "სიყვარულებს", იქნება ეს დედა-შვილური, მეგობრული თუ სხვა, მაგრამ ამ ბოლო დროს მგონია, რომ სიყვარული მთელი თავისი არსითა და შემადგენლობით, დაკნინდა. image

გამარტივდა ვიღაცა შეიყვარო, მერე გადაიყვარო, ან სულაც ოჯახი შექმნა. გამარტივდა ურთიერთობებიც, რომლებიც გრძნობას გაძლიერების ნაცვლად აქარწყლებენ. ურთიერთობა აგებულია წარმოსახვით, თითქოს მიუწვდომელ და "ტანჯულ" სიყვარულზე. ადვილია საყვარელ ადამიანს შენი სიყვარული აჩვენო, თუკი ერთ-ორ საალერსო სიტყვებით გაჯერებულ მესიჯს, ან თუნდაც გულს და ყვავილს გაუგზავნი სოციალურ ქსელში მიმოწერისას.

აფსურდს ემსგავსება სიყვარული, რომელიც ტელეფონით მოკითხვითა და სოციალურ ქსელში "ჩატაობით" შემოიფარგლება, სადღაც ირეალურ სამყაროში ჩაკეტილი ოცნებობ და ფიქრობ საყვარელ ადამიანზე, რომელიც ისევე უწონადო სხეულად გარდაიქმნება, როგორიც თვით სიყვარულია.

არის თუ არა სიყავრული დაკნინებული? როცა საყვარელი ადამიანის "პფროფილი" უფრო მეტჯერ გაქვს ნანახი, ვიდრე მისი თვალები? უფრო მეტჯერ გაქვს საალერსო სიტყვები მიწერილი, ვიდრე მართლა მოფერებიხარ?


საერთოდ ვფიქრობ ასეთი ურთიერთობების დროს არ შეიძლება სიტყვა " სიყვარული"-ს ხსენება, სიყვარული უნდა იგრძნო და არა წარმოიდგინო.

2
113
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
113
  
2013, 18 მაისი, 23:46
მადლობთ აზრის გამოხატვისთვის
2013, 18 მაისი, 18:41
სიყვარული მრავალნაირია ხო. სოციალურ ქსელში გყავდეს ადამიანი რომელიც გიყვარს ეს ვფიქრობ შესაძლებელია, არის რომ 2-3 წელი გაქვს ურთიერთობა კონკრეტულ პიროვნებასთან, პატივს სცემ, აფასებ მას და აქედან გამომდინარე გიყვარს, თავისებური სიყვარულია ესეც, ამის გაიგივება გრძნობასთან რომელიც 2 ადამიანს შორისა ეს დაუშვებელია.
0 1 2