ვარსკვლავები რატომ დადის გლამურული მოდელი ქუჩაში საშინლად ჩალურჯებული 2013, 14 მაისი, 0:04 მართლაც გლამურული მოდელი, ნარკომანი ალისია დაუვალი ქუჩაში "სინიაკებით" დადის. ეს ჩალურჯებული ადგილები კი მის სახეზე გამოიწვია პლასტიკურმა ოპერაციამ, რომელშიც ცოტა ხნის წინ ერთი მილიონი გადაიხადა. ალისიამ გადაწყვიტა მოეშორებინა ყველა იმპლატანტი, მას სურს გამოიყურებოდეს მაქსიმალურად ბუნებრივად. მას არ უნდოდა ასეთი ფორმით ვისმეს ენახა, მაგრამ შენიშნეს ლონდონის ქუჩებში როცა ძაღლს და პატარა ქალიშვილ პაპაიას ასეირნებდა. მან თქვა, რომ პრობლემები ჰქონდა იმპლანტანტებთან დაკავშირებით. მოიშორა ყველგან, სადაც კი ჰქონდა: ცხვირზე, თვალებზე, ღაწვებზე. ცოტა ხნის წინ ის ნიკაპზე სახვევითაც შენიშნეს. მან თქვა, რომ შვილის განათლებაზე დახარჯავს რამდენიც საჭირო იქნება იმდენს, მხოლოდ არ გაემეტება ფული პლასტიკური ოპერაციისთვის. მას იმდენად ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომ სახეზე არ უმოძრავებს არცერთი კუნთი. ამბობს, რომ არ შეუძლია სიცილი ისე, როგორც საჭიროა, ვერ სუნთქავს ცხვირით. არასოდეს რომ არ გამეკეთებინა არცერთი ოპერაცია, თავს გაცილებით კარგად ვიგრძნობდი და უფრო ლამაზიც ვიქნებოდიო. ალისიას ცხვირზე ექვსი ოპერაცია აქვს გაკეთებული, 11 ოპერაცია სახის კანზე, გაკეთებული აქვს სახის გადაჭიმვები. მან ამ ყველაფრის კეთება 17 წლისამ დაიწყო. დიდ საყვედურს გამოთქვამს ექიმების მიმართაც. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ექიმს მიუტანა ბარბის თოჯინა და უთხრა, რომ ასეთი უნდოდა ყოფილიყო. ექიმებმა ყველაფერი გაუკეთეს, ის კი არავინ უთხრა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოჰყვებოდა ოპერაციებს. თვლის, რომ მათ მხოლოდ მისი ფული უნდოდათ. 574 14-ს მოსწონს
|