x
lady.ge
76-დან 49 კილოგრამამდე. დიეტა რომელის წყალობითაც სამუდამოდ მოვიშორე ჭარბი წონა

image
წონის პრობლემა როგორი „მტკივნეული“ თემაა ეს ჩემზე
უკეთ ალბათ არავის ეცოდინება. ადრეც ბევრი იწერებოდა, დღესაც იწერება და კვლავაც დაიწერება
ალბათ სხვადასხვა სახის დიეტების და კვების რაციონის შესახებ რომელიც სულ მოკლე ხანში
ტოპ-მოდელის გარეგნობაზე დაგაყენებთ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ყველა ასეთი დიეტა, მცირეცხნიან
რეზულტატთან ერთად ასეთივე მცირეხნიანი ეიფორიის მერე, უკვალოდ ქრება და ვრჩებითხოლმე
ჩვენ ორმაგად მომატებული კილოგრამებით და ღილაწყვეტილი ჯინსის შარვლების ამარა, რომელშიც
ბოლო დღეების მანძილზე ამაოდ ვცდილობთ „ჩაკვეხებას“.


ზედმეტმა წონამ, დაახლოებით სკოლის დამთავრებისკენ შემაწუხა.
გარდატეხის ასაკში ნელ-ნელა დავიწყე მომატება. ამას გარშემომყოფების „დამგრუზველი“
რეპლიკებიც დაემატა „ვაიმე, გოგო კიდე გასუქდი შენ?“, „რას აჭმევთ ამ ბავშვს ამდენს?“
და ა.შ იმ პერიოდში როცა თინეიჯერი ხარ და
ყველაზე მეტად გინდა მოკლე კაბა, ვიწრო ჯინსები და გამოყვანილი ტოპები გეცვას, დამეთანხმებით
ჯოჯოხეთი იყო ფართხუნა მაისურებით და განიერი სარაფნებით სიარული ჩემთვის. თან რაც
უფრო მეტად ვიცოდებდი თავს, მით უფრო მეტად ვეძებდი შვებას სამზარეულოზე თავდასხმით
და მაცივარში მოძიებული ყველა გემრიელი სასუსნავის გაჩანაგებით. ერთ ზაფხულს, როცა
ძალიან მომბეზრდა ჩემი გაფუებული ფიზიონომიის ყურება სარკეში, გადავწყვიტე და მკაცრ
დიეტაზე დავდექი:ვაშლი, ყავა და გამოხდილი წყალი. შედეგად ისე გავხდი, არათუ სხვები,
საკუთარ თავს თავად ვერ ვცნობდი, მაგრამ ჩემს ამ ჯადოსნურ ტრანსფორმაციას წონის ორმაგად
მომატება მოყვა და მოკლე ხანში ისევ დავემსგავსე კარგად გაბერილ საჰაერო ბუშტს.




თუმცა ამით ჩემი „დიეტომანია“ არ დამთავრებულა, პირიქით ყველაფერი აქ დაიწყო. რამოდენიმე
წლის მანძილზე საკუთარ თავზე დავტესტე და უვარგისად ვცანი უამრავნაირი დიეტა, წაკითხული
თუ უბრალოდ, ჭორად ყურმოკრული. სანამ საბოლოოდ
ყელში არ ამომივიდა ეს გამუდმებით გასუქება-დასუსტება-გასუქება და არ მივხვდი რომ პრობლემა
სამუდამოდ უნდა მომეგვარებინა რაიმე სახის სხვა, უფრო გონივრული მიდგომით. ყველას პრობლემა,
ვინც დიეტას იწყებს, იმაში მდგომარეობს რომ უნდათ მალევე იხილონ შედეგი. რაც ნებისმიერ
დიეტას ეფექტს აკარგვინებს. მეორე შეცდომა
კი რომელსაც ჩვენ დიეტის დაცვისას ვაწყდებით,
ეს არასწორი შინაგანი განწყობაა. უნდა გაითავისოთ,
რომ დიეტა ეს სასჯელი არ არის, ეს მიზანია რომლისკენაც თქვენ მთელი აზარტით მიდიხართ.
რადგან შედეგი ძაალიან, ძალიან მაგარი იქნება!
image


ყოველთვის ვამბობ,
არასოდეს მიუსაჯოთ საკუთარ თავს შიმშილი! დაიწყეთ ფაფებით. მე თავდაპირველად ყველაზე
დიდი სამსახური ფაფებმა გამიწია. ვჭამდი ყველანაირ ფაფას რაც ხელთ მომხვდებოდა და ვჭამდი
მაშინ როცა მშიოდა. ხშირად ეს საღამოს საათებიც იყო. ასე საკუთარ თავს არ ვაძლევდი
უფლებას მეშიმშილა და ამით ჩემი ნერვული სისტემა
დათრგუნულიყო. მერე და მერე ფაფებს რძის ნაწარმი დავუმატე. მოხდილი ყველი, მაწონი,
კეფირი.. შედეგი დაახლოებით მესამე თვეში გახდა თვალნათელი. ნელ ნელა ჩემმა ორგანიზმმა
სტაბილურად დაიწყო წონაში კლება, ისე რომ მე
ამით ნერვოზი არ ამკიდებია. ამასთან ერთად გამოვიმუშავე კვების რეჟიმი, რომელსაც
მივდევ დღემდე მიუხედავად იმისა რომ მაშინდელი 76 კილოს ნაცვლად სტაბილურად 49 კილოგრამს
ვიწონი. ძალიან იშვიათად ვჭამ პურს და ტკბილეულს. დანარჩენი კი ყველაფერი შეიძლება,
როცა და რამდენიც გნებავთ, თუმცა ორგანიზმი
უკვე თავად აღარ მთხოვს ბევრის ჭამას. ამას გარდა, ჩამომიყალიბდა საკუთარი თავის მიმართ
შემწყნარებლური მიდგომა, რაც აუცილებლად უნდა განავითაროთ თქვენც საკუთარ თავში. ვთქვათ
დაარღვიეთ დიეტა. მოხდა ისე რომ ძალიან მოგინდათ გემრიელი ბეზეიანი ნამცხვრის ჭამა.
ჭამეთ გემრიელად და შეირგეთ! სწორი დიეტის უმთავრესი პრინციპი საკუთარი თავის მიმართ
ლოიალურ დამოკიდებულებას ეფუძნება. გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებ კრიტიკული იქნებით თქვენი
გარეგნობის მიმართ თავად თქვენ, მით უფრო მეტად
გაგიადვილდებათ სასურველი გარეგნობის და იმიჯის შექმნა საკუთარი თავისთვის.

57
59692
32-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
59692
  
2014, 14 აგვისტო, 15:56
აუუ მაინტერესებს რამდენ ხანში დაიკელით?დზ კარგია სტიმულის მომცემია და ჯანმრთელობისთვისაც უკეთესი
2014, 14 აგვისტო, 15:55
არ შეგიძლიათ აქ რო დაწეროთ,, ჯობს დაგირეკოთ?
2014, 28 აპრილი, 10:55
გამარჯობა ფაფებს რძით აკეტებდით და შაქარსაც უშვებოდით?
2014, 3 აპრილი, 19:01
სტიმულის მომცემია რასაც ამბობთ და თან ლოგიკურად მართალი
2013, 25 ოქტომბერი, 18:18
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2013, 29 სექტემბერი, 19:03
რამხელა სტიმული მომეცი შენ კი არ იცი :)))
მოკლედ დღეიდან ვაპირებ ეგ "დიეტა" დავიცვა ,თუ შეიძლება დიეტა ეწოდოს,მაგრამ რაღაც უფრო დაწვრილებით მაინტერესებს და შემეხმიანე რაღაც კითხვები მაქვს :)))
2013, 27 სექტემბერი, 23:05
მომწონს! შესანიშნავი აზრია...
2013, 2 სექტემბერი, 15:12
რა მდენ ხანში დაიკელი მაგდენი?
2013, 2 სექტემბერი, 10:27
ზუსტად 1 თვეში. ისეთ აზარტში შევედი მერე რომ ვხედავდი რომ კლება დავიცყე ნუ იტკვი, ყოველი ჭამის მერე ვცდილობდი ცხელი ჩაი დამეყოლებინა აი მაგალითად თუ ლობიოს შეჭამ ან მაიონეზს მაგალითად,. ყველი მიაყოლე თუნდაც მარილიანი საჭმელს და დაიკლებ დამიჯერე, უბრალოდ აკონტროლე დღის კალორიები.
2013, 2 სექტემბერი, 10:27
ზუსტად 1 თვეში. ისეთ აზარტში შევედი მერე რომ ვხედავდი რომ კლება დავიცყე ნუ იტკვი, ყოველი ჭამის მერე ვცდილობდი ცხელი ჩაი დამეყოლებინა აი მაგალითად თუ ლობიოს შეჭამ ან მაიონეზს მაგალითად,. ყველი მიაყოლე თუნდაც მარილიანი საჭმელს და დაიკლებ დამიჯერე, უბრალოდ აკონტროლე დღის კალორიები..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10