x
image
t.x.
საოცარი არსება, რომელმაც მრავალი ადამიანის სიმპათია დაიმსახურა-ნამდვილია თუ ყალბი?

imageუცნაური არსება, რომელიც ქუჩაში დასეირნობდა ინტერნეტის გმირად იქცა. მასზე ამბობენ, რომ ინტერნეტი შტურმით აიღო. მართლაც ასეთი ცხოველი მეეჭვება ვისმეს ნანახი გყავდეთ. ამ საოცარ ცხოველს ჰქონდა მხოლოდ ორი ფეხი, კუდი და არ ჰქონდა არცერთი ყური. ის შენიშნეს და გადაიღეს მაშინ, როცა ოტავაში, კერძოდ კი კანადაში დასეირნობდა. ამ საქვეყნოდ აღიარებულმა ცხოველმა მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა თეორიები გააჩინა. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს სურათი ფოტოშოპის შედეგია, ხოლო სხვები თვლიან, რომ მისი რეალურობა სავსებით დასაშვებია. ტვიტერის მომხმარებელი დეივ ატკინსონი წერს: "ყოველთვის, როცა თავს ცუდად ვგრძნობ, ამ ფოტოს ვუყურებ და ვხედავ ნახევარ კატას."image

მაგრამ ეს ნამცეცა "ნახევარი კატა" აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები ფოტოსაიტი Imgur- ის ნამუშევარი. გასაოცარი ისაა, რომ ზოგიერთმა ინტერნეტ- მომხმარებელმა არ დაიჯერა, რომ ასეთი პაწაწუნა ცხოველი სინამდვილეში არ არსებობს. დევიდ უაიტი წერდა: "ო, არა, ეს ფალსიფიკაცია იყო?" რაც იყო ეს სურათი ადამიანებს "კურნადა". ის საოცარ გრძნობებს ბადებდა მათში.

ისე კი ორფეხა ცხოველი ნამდვილად არსებობს ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ოღონდ ეს შეზღუდული შესაძლებლობის ძაღლია.image ის 2002 წელს დაიბადა. მაშინვე ყველამ იფიქრა, რომ ძაღლი სიარულს ვერასდროს შესძლებდა, მაგრამ მისი პატრონი ჯუდი იმედს არ კარგავდა. პროფესორი შეჰპირდა, რომ ძაღლი ორ ფეხზე სიარულს ისწავლიდა. მართლაც წლისა და ოთხი თვისა დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა.

2
88
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
88
  
2013, 12 მაისი, 0:15
ძაღლზე ნამდვილია აი დამადასტურებელი საბუთი :)
http://intermedia.ge/სტატია/29185-შეზღუდული-შესაძლებლობის-ორფეხა-ძაღლი-ფოტოები-ვიდეო/167/
0 1 2