x
image
ბუბუ007
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოკერის სამყაროში

პილიპ დენიზი იგივე ფილ აივი ამერიკელი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, დაიბადა 1976 წლის 1 თებერვალს imageნიუ-ჯერსიში, მას აგრეთვე მოიხსენიებენ პოკერის “ტაიგერ ვუდსად", რომელიც არის ერთ- ერთი ყველაზე წარმატებული პოკერის სამყაროში. მან აზარტული თამაშებისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა.
ის 8 წლის იყო, როდესაც ბაბუამ კარტის თამაში ასწავლა. ბაბუა ხშირად ატყუებდა, რომ ეჩვენება რამდენად საშიშია აზარტული თამაშები. მაგრამ ფილი მაინც აგრძელებდა ოცნებას გამხდარიყო პროფესიონალი მოთამაშე.
20 წლის ფილი ნიუ-ჯერსიდან ატლანტიკ სითიში გადადის და იწყებს თამაშის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. 21 წლის ასაკში ის ყველას უმტკიცებს, რომ პოკერის სამყაროში ანგარიშგასაწევი ფიგურაა.იგი ითვლება ერთ ერთ ყველაზე აგრესიულ მოთამაშედ2000 წელს ის იწყებს პროფესიონალურ კარიერას და მონაწილეობას იღებს World Series of Poker (WSOP). ფილი აღმოჩნდა ორ საფინალო მაგიდასთან და იმავე წელს მიიღო თავისი პირველი WSOP ოქროს სამაჯური (ბრასლეტი). 2002 წელი ფილისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მან შეძლო მოეგო პოკერის მსოფლიო სერიის სამი ოქროს სამაჯური და მიღწევებით ფილ ჰელმუტს და ტედ ფორესტს გაუტოლდა. 2005 წელს მან მოიგო მეხუთე სამაჯური, პოტ ლიმიტ ომაჰაში გამარჯვებით. გარდა ამისა, ფილმა გაიმარჯვა Monte Carlo Millions-ის ტურნირზე. სულ რამდენიმე დღეში მან იშოვა $1, 6 მლნ...., რომლის მოგება 25 მილონ დოლარს ითვლის

და ბოლოს ტურნირები, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა და შედეგები:

წელი ტურნირი პრიზი

2000 Pot Limit Omaha $195, 000
2002 7 Card Stud Hi/Lo $118, 440
2002 S.H.O.E. $107, 540
2002 7 Card Stud $132, 000
2005 Pot Limit Omaha $635, 603
2009 No-Limit 2-7 Draw Lowball $96, 367
2009 Omaha Hi/Lo / 7 Card Stud Hi/Lo $220, 538
2010 H.O.R.S.E. $329, 840
2013 Mixed Event $51, 840

1
101
8-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
101
  
2013, 11 მაისი, 17:54
სტატია თავიდან დავწერე,ორი მსგავსი სტატია არ გამომიქვეყნებია იქ სათაურში შეცდომა აღმოვაჩინე სანამ სხვა აღმოაჩენდა და გაასაჩივრებდა :))))
0 1 1