x
image
სანო
10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა!!!!

ცნობილი ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია საღამოს კაბაში ელეგანტურად, განსხვავებულად და დახვეწილად გამოიყურებოდნენ. ამისათვის ისინი არც დროს და არც ფულს ზოგავენ. განსხვავებულობის და გამორჩეულობის ინსტიქტი მათ უბიძგებს გადაიხადონ სოლიდური თანხა. ახლა კი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 10 კაბას.
10. პრინცესა დიანას კაბა, რომელიც ეცვა ინდოეთში ვიზიტისას 1992 წელს. მისი ღირებულება კი 66 000 ფუნტი სტერლინგია.image
image

9.სარა ბარტონის მიერ შექმნილი ქეით მიდლტონის სპილოსძვლისფერი საქორწინო კაბა,
რომლის ღირებულება დაახლოებით 400 000 დოლარია და რომლის სიგრძეც 2, 7 მეტრია. იგი მართლაც, რომ განუმეორებელი იყო.
image
image
8. გრეის კელი 1956 წელს დაქორწინდა მონაკოს პრინცზე. მისი საქორწინო კაბა იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კაბად აღიარეს.იმ დროინდელი 8000 დოლარი დღეს 65 000 დოლარის ექვივალენტია.კაბის დიზაინერია ჰელენ როუზი და მის დასამზადებლად 100 მეტრი აბრეშუმი გამოიყენეს. თავად კი განსაკუთრებული სილამაზის ქალბატონი გახლდათ.
image
7.მერლინ მონროს კაბა, რომელიც 1961 წელს მას ჯონ კენედის დაბადების დღეზე ეცვა.კაბის დიზაინერია ჯინ ლუისი .მისი ღირებულება იმ დროისთვის დაახლოებით 12 000 დოლარი იყო რაც მაშინ კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. ცოტა ხნის წინ კაბა კრისტის აუქციონზე ბიზნესმენმა პიტერ სიეგალმა შეისყიდა 1, 26 მილიონ დოლარად.
imageimage
6.კრისტიან დიორის შემოდგომა ზამთრის 2007-2008 წლის კოლექციიდან ერთ-ერთი მოსასხამიანი კაბა, რომლის ღირებულებაც 200 000 ამერიკული დოლარია.
image
5.შარლიზ ტერონის კაბა რომელიც მას 2012 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე ეცვა. კაბის ღირებულება 30 000 ამერიკული დოლარია, თუმცა მსახიობის მაკიაჟი, კაბა, კლატჩე, სამაკულები, ფეხსაცმელი და ვარცხნილობა ჯამში 8 მილიონ ნახევარი დაჯდა.
imageimage

4.უმი კაცურას თეთრი საქორწინო კაბა, რომელიც წარმოდგენილი იყო 2007 წლის ტოკიოს მოდის კვირეულზე .კაბის ღირებულება არის 8, 3 მლნ ამერიკული დოლარი.კაბა დამზადებულია ათიათასობით მარგალიტისა და 502 თეთრი ბრილიანტისაგან .მოდის კვირეულზე კაბა წარადგინა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფიგურულ სრიალში შიზურა აკავამ.
image
3.ბრიტანელი დიზაინერის, დები ვინგამის მიერ შავი ბრილიანტებით შექმნილი კაბა, რომელიც მან უკრაინის მოდის კვირეულზე წარადგინა 2012 წელს. კაბა 13 კგს იწონის და მისი ღირებულება 3, 5 მილიონი ამერიკული დოლარია. და იგი ყველასგან გამორჩეულია.
image

2.2005 წელს ბელგიელმა დიზაინერმა ნიკი ვანკეტსმა 2 500 ბრილიანტისაგან შექმნა " კაბა ობობა". .კაბის ღირებულება 6, 5 მილიონი დოლარია. ერთი შეხედვით შეიძლება კაბამ თქვენში აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი ერთ-ერთი ძვირადღირებული კაბაა მსოფლიოში.
image
1.დები ვინგამის 2013 წლის დუბაის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი აბაია ანუ მუსულმანური კაბა, ღირებულება 17, 6 მილიონი დოლარი.კაბა დამზადებულია 2000 უიშვიათესი წითელი ბრილიანტისაგან. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი განსაკუთრებულობა.
imageimage









0
449
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანო
სანო
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0