x
image
ბესო დანელია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე, ცნობილი როგორც ნოტრ-დამი - გოთიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე ლა-სიტეს აღამოსავლეთ ნაწილში. ეს ფრანგული გუთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშია. როგორც ევროპის ძალიან ბევრი ეკლესია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიც წარმართული ტაძრის ადგილზეა აშენებული, რომელიც ადრე რომაულ ღმერთს იუპიტერს ეძღვნებოდა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წლამდე გაგრძელდა, ანუ 180 წელზე მეტ ხანს. მას ცხრა თაობა აშენებდა. წარმოიდგინეთ თავგანწირვა, რომელიც საჭირო იყო ამ მშენებლობის დასაწყებად, რადგან ყველამ, ვინც ამ შენობაზე მუშაობდა, იცოდა, რომ მშენებლობა რომ დასრულდებოდა, დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდა. ამ ტაძრის სილამაზეს ხაზს არკ-ბუტანტები, ე.წ. მფრინავი საყრედენები - თაღები, რომლებიც კედლიდან გარკვეულ მანძილზეა გამოწეული და გუმბათის გასამაგრებლადაა გამოყენებული. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი დემონტაჟი დავიწყებოდათ, რაც კათედრალს დაუსრულებელ იერს აძლევადა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

2
467
10-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
467
  
2013, 27 აპრილი, 16:17
ბევრი მოწონება სტატიას.:)
0 1 2