x
image
ხეთაგური
სასიყვარულო ლექსები !!


image








მოგესალებით მომხმარებლებო, ამ სტატიაში დავწერე ლექსები სიყვარულზე და შეყვარებულებზე, იმედია გამოგადგებათ და გამოიყენებთ ამ ცოდნას, ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენს მეორე ნახევრებთან !! :* :*

image
ბოდიში თუ შემიყვარდი !!


ბოდიში თუ შემიყვარდი,
ბოდიში თუ უნებურად ჩემი ოცნება გახდი,
მაპატიე თუ ჩემი ერთადერთი
სიყვარული გიწოდე,
მაპატიე თავი თუ შეგაყვარე
და უეცრად გავქრი,
მაპატიე თუ ოდესმე მოვკვდი
და ჩემი სიყვარული ქარს გავატენე...
ბოდიში თუ როდესმე უნებურად გამოგიტყდი სიყვარულში.
ბოდიში იმისთვის რომ მიყვარხარ,
მაპატიე რომ ჩემი ერთადერთი ოცნება გახდი,
ოცნება რომელიც არ ამიხდება,
მინდა იცოდე რომ ძლიერ მიყვარხარ,
შენ ოდესღაც ჩემი აუხდენელი ოცნება დაგარქვი.


image
ოცნება ფიქრებში !!

ოცნება ფიქრებში გადაკარგული,
ოცნება რომელიც არ ახდენილა,
ოცნება რომელსაც მომავალი არ
ააქვს, ოცნება რომელიც
უსაზღვრო ფიქრებს მოიცავს,
ოცნება რომელიც არასდროს ახდება,
ოცნება სიზმარში გადანახული,
შენხარ ოცნება,
ოცნება სიზმრათ
რო მეხატება,
ის ხარ ვინც მიყვარს
ოცნება ფიქრებში გადაკარგული,
არ დაგავიწყდეს მე შენ მიყვარხარ!!

image
მოგიძღვნი სონეტს !!


მე შენ მოგიძღვნი მრავალ სონეტს და
შენ დამიხსომე მარად,
სულ შენი იყოს, რაც მე ოდესღაც
ფიქრით შევქმენი თავად...
მე შენ მოგიძღვნი მრავალ სონეტს და
შენ დამიხსომე მარად,
გახსოვდეს კარგო, ვიღაც პოეტმაც
გიძღვნა მრავალი ფრაზა...

მე შენ მოგიძღვნი მრავალ სონეტს და
უჩუმრად გიცქერ მარად...
არ მინდა მოვყვე წყეულ გოდებას
ჩემს გვერდით შენ რომ არ ხარ...
მე შენ მოგიძღვნი მრავალ სონეტს და
შენთან ვიქნები მარად,
თუკი ამირევ ფიქრით გონებას,
წასვლას ვეცდები სხვაგან...

მე შენ მოგიძღვნი მრავალ სონეტს და
შენ დამიხსომე მარად...
გთხოვ, ამარიდე მტანჯველ გოდებას
და არ გამიშვა არსად...


1
506
5-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
506
  
2013, 30 აპრილი, 22:58
kargiaa:))))
0 1 1