x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138519
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512181
სპარტაკის აჯანყება

ქრ.შ 74- წელს სამხრეთ იტალიაში ქალაქ კაპუას გლადიატორთა სკოლიდან გაიქცა 70 კაცი მათ ვეზუვის მთას შეაფარა თავი, აჯანყებულებს ხელმძღვანელობდა სპარტაკი. აქ თანდათან თავს იყრიდნენ გაქცეული მონები და გლადიატორები, რომელთა რიცხვმა დაახლოებით 20 ათასს მიაღწია.ქრ. შ. 73 წლის გაზაფხულზე სპარტაკმა დაამარცხა რომაელთა გამოგზავნილი რაზმი და ვეზუვიდან ბარში ჩამოვიდა. მან დაამარცხა პრეტორ პუბლიუს ვარინიუსის ჯარი და მალე კაპუა აიღო. აჯანყება მეზობელ პროვინციებსაც მოედო. რომის სენატმა სპარტაკის წინააღმდეგ ორივე საკონსულო არმია გაგზავნა. სპარტაკის არმიაში, რომელმაც 100 ათასს მიაღწია, თავი იჩინა უთანხმოებამ : სპარტაკს განზრახული ჰქონდა თანამებრძოლეები იტალიიდან გაეყვანა და თავიანთ ქვეყნებში დაებრუნებინა; ამ მიზნით იგი ჩრდილოეთ იტალიისაკენ დაიძრა, მაგრამ აჯანყებულთა ნაწილი იტალიაში დარჩენას, რომის აღებასა და დარბევას ესწრაფოდა.ქრ.შ 72 წელს სპარტაკის არმიას გამოეყო რაზმი, რომელიც სპარტაკის გეგმას არ ეთანხმებოდა, იგი მალე გაანადგურეს, სპარტაკმა კი დაამარცხა რომაელები,
მაგრამ რადგანაც აჯანყებულთა უმეტესობამ უარი თქვა იტალიის დატოვებაზე, სამხრეთისაკენ გაბრუნდა და ახლა კუნძულ სიცილიაზე გადასვლა განიზრახა. სპარტაკის წინააღმდეგ დაინიშნა მხედართმთავარი მარკუს ლიცინიუს კრასუსი, მაგრამ ვერც მან შეძლო სპარტაკის განადგურება. სენატმა ესპანეთიდანგამოიხმო გნეუს პომპეუსი და თრაკიიდან მარკუს ლუკულუსი.
სიცილიაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. სპარტაკი იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ დაიძრა, რომ ნავსადგურ ბრუნდიზიუმიდან ხომალდებით ბალკანეთში გადასულიყო, მაგრამ ამასობაში ბრუნდიზიუმში ლუკულუსმა გადასხა ჯარი, ჩრდილოეთისაკენ კი ახლოვდებოდა პომპეუსის არმია. სპარტაკი შებრუნდა და შეება კრასუსის არმიას. აჯანყებულნი დამარცხდნენ. თვით სპარტაკი გმირულად დაიღუპა, ხოლო ბევრი მისი თანამებრძოლი ჯვარზე გააკრეს.სპარტაკი ბრწყინვალე ორგანიზატორი და ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო.

რადგანაც
სპარტაკის სურათი ვერ მოვიძიე ერთ პოპულარულ სერიიდან ამოვიხე სურათიimage

4
2889
4-ს მოსწონს
ავტორი:ანზორი ინასარიდზე
ანზორი ინასარიდზე
2889
  
2013, 22 ნოემბერი, 17:40
სპარტაკის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა, კარგი სტატიაა. ძალიან დადებითი პიროვნებაა სპარტაკი ისტორიაში ზოგადად, ერთ ერთი უდიდესი მხედართმთავარი და გმირი ადამიანი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლთაგან
2013, 30 აპრილი, 15:50
სგ კაია ბრატ
2013, 25 აპრილი, 16:16
საინტერესო სტატიია.ძალიან კარგი.ყოჩაღ.:)))
0 1 4