x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134597
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
ყველაზე ლამაზი ჰოლივუდური წყვილები
ცნობილი ვარსკვლავური წყვილების სასიყვარულო ისტორიები განსხვავებულად დაიწყო, თუმცა ისინი უკვე დიდი ხანია გრძელდება.

ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა წყვილმა- ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ერთმანეთი ფილმის "მისტერ და მისის სმიტი" გადაღებაზე გაიცნეს, და დასრულდა ბრედის ურთიერთობა ჯენიფერ ენისტონთან და დაიბადა ახალი ცნობილი და ეფექტური წყვილი ჰოლივუდში-ბრანჯელინა.

წყვილი ზრდის ექვს ბავშვს, აქტიურად არის დაკავებული ქველმოქმედებით, შვიდწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ წყვილმა ნიშნობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, თუმცა ქორწილის თარიღი დაზუსტებული კიდევ არ არის. ახლახან

სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად 37 წლის


მსახიობმა ორივე სარძევე ჯირკვალი ამოიკვეთა. წარმატებული პროცედურის შემდეგ ანჯელინა ახალი ოპერაციისთვის ემზადება. მსახიობს საკვერცხეებსაც ამოაჭრიან. ექიმებს სურთ, რომ ანჯელინას ოპერაცია იქამდე გაუკეთონ, სანამ ვარსკვლავს 40 წელი შეუსრულდება.

მძიმე დღეებში ანჯელინას გვერდით მისი მეუღლე ბრედ პიტი იდგა
და ამხნევებდა მას. წყვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიყვარულს ნებისმიერი განსაცდელის დაძლევა შეუძლია.

image


ვარსკვლავური დიდების ოლიმპზე პიტი-ჯოლის წყვილს მასშტაბით და გავლენით მხოლოდ ბექჰემების ოჯახი თუ შეეცილება. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე 14 წელია დაქორწინებული არიან, მათ ოთხი შვილი ჰყავთ, და ვიქტორიას თქმით ეს ზღვარი არ არის.

image


რამდენი გოგონა ოცნებობს მირანდა კერის ადგილას ყოფნას? ჰოლივუდის უამრავ მსახიობს მიაწერენ რომანს ორლანდო ბლუმთან-უმა თურმანი, კირსტენ დანსტი, სიენა მილერი, ჯესიკა ბილი და პენელოპა კრუსი...სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. თუმცა 2010 წელს მსახიობი დაქორწინდა ავსტრალიელ მოდელზე მირანდა კერიზე, რამდენიმე თვის შემდეგ მათ ვაჟიშვილი ფლინი შეეძინათ.

image


ქეით მიდლტონმა პრინცი უილიამი უნივერსიტეტ სენტ-ენდრიუსში სწავლისას გაიცნო, თავდაპირველად ისინი მეგობრები იყვნენ, მოგვიანებით რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. 2010 წლის ნოემბერში მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს, 2011 წლის 29 აპრილს კი ისინი დაქორწინდნენ. ცერემონიას თამამად შეიძლება ეწოდოს "საუკუნის ქორწილი". ივლისის შუა რიცხვებში კემბრიჯის ჰერცოგინია და პრინცი უილიამი ოჯახში მატებას ელოდებიან.

image

ჯასტინ ტიმბერლეიკის და ჯესიკა ბილის ურთიერთობა წააგავს მელოდრამას ბედნიერი დასასრულით. თავდაპირველად წყვილი 2007 წელს შენიშნეს ერთად, ოთხი წლის შემდეგ მომღერალმა და მსახიობმა გადაწყვიტეს მეგობრებად დაშორებოდნენ ერთმანეთს. პარადოქსულია, რომ შესვენება დადებითად აისახა მათ ურთიერთობაზე და 2012 წლის 19 ოქტომბერს ჯესიკა და ჯასტინი დაქორწინდნენ.

image

ნატალი პორტმანმა მეუღლე-ნიუ-იორკის ბალეტის მოცეკვავე ბენჯამენ მილპიე ფილმის "შავი გედი" გადაღებისას გაიცნო. 2011 წლის 14 ივნისს წყვილს შეეძინა ვაჟიშვილი, ერთი წლის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ.
image

ოლივია პალერმო თავის მეგობარ ბიჭს იოჰანეს ჰიუბლს 2008 წლიდან ხვდება . წყვილი განუყრელად ერთად არის და პაპარაცების წინაშე სიამოვნებით წარმოაჩენს იდეალურ ურთიერთობას. რჩება მხოლოდ ერთი კითხვა, როდის იქნება ქორწილი??

image

ნინა დობრევი და იენ სომერჰოლდერი პოპულარული სერიალის "ვამპირის დღიურების" გადაღებისას შეხვდნენ. გმირებს შორის ვნება დუღს, იცვლება სიყვარული სიძულვილით-მსახიობებს შორის კი სასიყვარულო რომანი გაჩაღდა.
image

ყველაზე მოულოდნელი ქორწილი კი ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის დაოჯახება გახლდათ. მსახიობები რომანის დაწყებიდან თერთმეტი თვის შემდეგ საიდუმლოდ დაქორწინდნენ.

image

1
148
5-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
148
  
2013, 20 მაისი, 15:28
კარგია:))))))))))
0 1 1