x
image
ბუბუ007
დღეს დიდი საფეხბურთო ზეიმია!!!!!
ყველა ფეხბურთის მოყვარულთათვის ცნობილია და არა მოყვარულთათვისაც, რომ დღეს იმართება ევროპული საკლუბო ჩემპიონატის “ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალური მატჩები.

დღეს დიდი საფეხბურთო ზეიმია ერთმანეთს დაუპირისპირდება ევროპის ორი საუკეთესო გუნდი გერმენიის ბუნდესლიგის უკვე ჩემპიონი “რეკორდმაისტერები'' მიუნჰენის “ბაიერნი'' და თითქმის ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონი კატალონიის “ბარსელონა''.

image მცირე სტატისტიკა :

“ბაიერნს”, ესპანურ გუნდებთან სულ 43-ჯერ უთამაშია. “რეკორდმაისტერმა” 20-ჯერ მოიგო, 12-ჯერ ფრედ ითამაშა და 11-ჯერ წააგო. საკუთარ კედლებში, მიუნხენელებმა 14-ჯერ იმარჯვეს, 5-ჯერ ფრედ ითამაშეს და მეტოქეს მოგების საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცეს.


გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 51 თამაშში “ბარსას” 29 მოგება, 11 ფრე და ამდენივე წაგება დაუგროვდა. სტუმრად, კატალონიელებმა 9-ჯერ მოიგეს, 8-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს.

დღეს შეგახსენებთ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და იმ იმედით დასრულდება, რომ ბარსა ვერაფერს გახდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი : ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი.

ბარსელონა : ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

პ.ს რეალის გულშემატკივარი ვარ “Hala Madrid", ბარსას გულშემატკივრებო არ გამინაწყენდეთ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და რატომაც ზემოთ ავღნიშნე.





.



5
19
8-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
19
  
2013, 23 აპრილი, 15:10
100% ფრე !!!!
2013, 23 აპრილი, 14:55
კარგია
2013, 23 აპრილი, 13:03
საიტზე ვნახე ძირითადი შემადგენლობა)) რავიცი გამიხარდა კარგად ითამაშა)) http://eurosport.yahoo.com/football/champions-league/2012-2013/bayern-munich-fc-barcelona-519132.html
2013, 23 აპრილი, 12:51
აბიდალი საეჭვო არისო:)
2013, 23 აპრილი, 12:48
ბარტრა არა აბიდალია ძირითადში)
0 1 5