x
image
თეო777
ქმარი ცოლს "ტვიტერით" დაშორდა

image
გინესის რეკორდების წიგნი კიდევ ერთი ორიგინალური მიღწევით შეივსო, რომელიც
ამტკიცებს, რომ მუსულმანები ისევე კარგად ეუფლებიან თანამედროვე
ტექნოლოგიებს, როგორც დასავლური ღირებულების ადამიანები.

38 წლის
აბდულ აზიზ გოლდშტეინი, რომელიც ელ-რიადში ცხოვრობს, გინესის რეკორდების
წიგნში მოხვდა როგორც პირველი ადამიანი, რომელიც მეუღლეს სოციალური ქსელის
მეშვეობით დაშორდა.

ამისთვის აბდულ აზიზმა მიკრობლოგი "ტვიტერი"
გამოიყენა. მან თავის პოსტში მეუღლეს აუხსნა, რომ მათ შორის ყველაფერი
დასრულებულია და ამასთან, სახლიდან ნაგვის გატანაც სთხოვა.

როდესაც ამ მესიჯს წერდა, გოლდშტეინს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ პირველი იყო, ვინც განქორწინებისთვის სოციალური ქსელი აირჩია.

"ვერასდროს
წარმოვიდგენდი, რომ პირველი ვიყავი. ეს შემთხვევით მოხდა, მობილურზე
ანგარიში აღარ მქონდა, რომ მესიჯი მიმეწერა, ამიტომ ინტერნეტი გამოვიყენე",
- განაცხადა შემთხვევითმა რეკორდსმენმა.

ისლამური წესების
მიხედვით, იმისათვის, რომ განქორწინებაზე თახნმობა მიიღოს, მამაკაცმა ამის
შესახებ მეუღლეს სამჯერ უნდა უთხრას "თალაქ" და საკუთარი სურვილი
დაადასტუროს.

1
148
შეფასება არ არის
ავტორი:თეო777
თეო777
148
  
2018, 11 ივნისი, 8:36
მხოლოდ ისლამურ სამყაროში :დდ
0 1 1