x
image
ვიზა კოხაძე
ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები - ცარნაევებიდან უფროსი ძმა ლიკვიდირებულია

image15 აპრილს ბოსტონში მომხდარი ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევები ამერიკული გამოძიების
მონაცემებით, ჩეჩენი წარმოშობის, მსოფლიოში ცნობილი ყველაზე სასტიკი და საშიში კრიმინალური დაჯგუფების მეთაურთა ათეულშია არიან მოქცეულნი.აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია, სადაც საუბარია ჩეჩნური წარმომავლობის ძმები ცარნაევების "კავკასიის ემირ"- დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირზე.

ბოსტონის პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი მათ შორის უფროსი ძმა გასულ წელს ამერიკიდან გაემგზავრა რუსეთში და რამდენიმე დღით შეჩერდა დაღესტანსა და ჩეჩნეთში.რამდენიმე დღის წინ ტამერლან ცარნაევის გვერდზე ინტერნეტში აღმოაჩინეს რამდენიმე ვიდეოფაილი, სადაც დაღესტანი "ვილაეთად" არის მოხსენიებული, ზუსტად ისე, როგორც "კავკასიის ემირატის" წევრები მოიხსენიებენ ჩრდილოკავკასიელებს.მათივე ინფორმაციით, ძმები ბოსტონის მარათონის საფინიშო ხაზზე მომხდარი ტერაქტის განხორციელებაში არიან ეჭვმიტანილნი.

image
image15 აპრილს მომხდარი ტერაქტის დროს ბოსტონში 3 ადამიანი დაიღუპა, 176 კი მძიმედ დაშავდა. პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და უფროსი ძმა ლიკვიდირებულია, ხოლო უმცროსი ძმა ჯოხარ ცარნაევი მძიმე ჭრილობით imageსაავადმყოფოშია მოთავსებული.იგი ყელშია დაჭრილი და სავარაუდოდ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა წერილობით მოუწევს.ჯოხარ ცარნაევი, რომელიც 19 წლისაა, პოლიციამ ტერაქტიდან რამდენიმე საათში უოთენთაუნში დააკავა, რომელიც ერთ-ერთ ეზოში ნავში დამალული სახლის პატრონმა იპოვა, მან კი პოლიცია imageimageგამოიძახა, თუმცა ტერორისტმა
ცეცხლი გახსნა და ის ყელში მძიმედ დაიჭრა.

გამოძიება ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩეჩენი წარმოშობის ძმების "კავკასიის ემირ"-ად ცნობილი დოკუ უმაროვთან კავშირს არ გამორიცხავენ, რაც ნახევრად გადარჩენილი ძმის დაკითხვით გახდება საბოლოოდ გარკვეული.

7
62
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
62
  
2013, 11 მაისი, 2:09
არანაირ კავშირში არ არიან ისინი დოქუ უმაროვთან და საერთოდ მათი ტერაქტთან კავშირიც ძალიან ბუნდოვანია))
2013, 21 აპრილი, 16:06
მადლობა.
2013, 21 აპრილი, 16:06
როგორ მიყვარხართ ყველა დაუსწრებლად არც კი იცით.დიდი მადლობა.
2013, 21 აპრილი, 15:55
სანდო წყარომ რა თქვა ? :)))
0 1 7