x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134603
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
და მენატრები, ზოგჯერ, ისე
юна

გაზაფხულია…

და მენატრები
ზოგჯერ,
ისე,
რომ ვფიქრობ —
მერე რა,
რომ მორჩა
და გრძნობა- გაყინულია
და გელოდები,
თითქოს
უნდა მოხვიდე შენ
ისევ

გაზაფხულია…
აქ წვიმას
ცრემლად უვლია
და შვიდად, ფერებს, ფიქრში…
ამ ღამის ცაში

თითქოს იმის


შურია
ვინც წაგიყვანა,
ნისლში…

აქ წვიმა
სევდას სწყურია
აქ ვიღაცისთვის
დამითმია რიგი…
აქ ვიცი, ვიცი,
გაზაფხულია
და ენძელების ბილიკით
მე ვეძებ შენს კვალს
ვიცი,
დაკარგულია
— თუ დამიკრეფია
თუ სხვისთვის
გიჩუქებია
თუ სადღაც გაფანტულია…
თუ…
ვინ იცის?
აქ ვისი,
რისი ჯერია
და ჩემი ბედნიერება კი
შენი
ნაზი ფერების
ფერია
და მასში
ბევრი ტკბილი სევდა ერია

წვიმაში ვიცდი…

რა ვიცი,
ახლა ვისი ჯერია…
არ მაინტერესებს
მე სახე მისი…

აქ წვიმს
და ჩემი წასვლის
წამების მიწერია
მე დაგიტოვებ
კალათაში წერილებს
თუ წაიკითხავ
მიხვდები,
რომ დრო- არც ისე ბევრია
და ჩემთვის კი
ეს გაზაფხული
სულ გამახსენებს
შენი გულის ცემის
სერიას…


იუნა შაფათავა


юна
REAL love lasts forever…………………………………………………
April 20, 2013
night

0
156
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:yuna
yuna
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0