x
image
ია გელიტაშვილი
არც დავიწყება და არც ერთობა
მინდა გავიხსენო ლუი 18ის ცნობილი გამონათქვამი ერთობა და დავიწყება.რომელიც მან ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ თქვა და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ძირითადად რასაც ამბობენ არ ასრულებენ და ლუი 18 ც არ აღმოჩნდა გამონაკლისი და მანაც არ შეასრულა.

ადამიანები მიდიან და მოდიან, იზრდება დაპირებები, სურვილები, თუმცა უმეტეს შემთხვევაში უბრალო ადამიანისთვის მაინც იგივედ რჩება ყველაფერი და არც არაფერი არ იცვლება.თუმცა იმედი რაღაცის შეცვლის და უკეთესი მომავლის მაინც არსებობს, იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.

-თქვენ ხომ დამპირდით, რომ ყველაფერს მომიყვებოდით

-დაპირებებს არ უნდა ენდო! (პ.კ)


ამის მიუხედავად ჩვენ მაინც დაპირებებით და ოცნებით ვცხოვრობთ, ოცნებაც კარგია ოღონდ ზომიერი, გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა ამ ცხოვრებაში.

არც ერთობა არ იქნება არასოდეს და არც დავიწყება.ამ პატარა ქვეყანაში "კოჰაბიტაციას" (როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას)ვერ მივაღწიეთ და რომელ ერთობაზეა საუბარი.ყოველთვის იქნება ორი ან რამდენიმე დაპირისპირებული მხარე, საკუთარი ინტერესებითა და სიმართლით და ყოველთვის იქნება მათ შუა მოყოლილი და გაჭყლეტილი უბრალო ადამიანი.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0