x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
საინტერესო ფაქტები, მითები, ლეგენდები...
საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობის ისტორიაში მრავლად გვხვდება მითები, ლეგენდები ვამპირებსა, მაქციებზე და მსგავს "არსებებზე" ამ მითებსა და ლეგენდებს გარკვეული ახსნებიც მოეძებნება:

image

მაქცია: ლეგენდა მაქციებზე მოდის დაავადებიდან რომელსაც ჰიპერტრიქოზი ეწოდება და ეს არის სხეულზე არაბუნებრივი ჭარბთმიანობა. დღევანდელ დროშიც ასრებობენ ასეთი ავადმყოფობით დაავადებული ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გარიყულნი არიან საზოგადოებისგან. ჰიპერტრიქოზის მქონე ადამიანები წარსულში იდევნებოდნენ, დროთა განმავლობაში კი შეიქმნა ლეგენდა მაქციებზე. შესაძლებელია მაქციების სავსე მთვარესთან დაკავშირების ახსნაც: ჭარბთმიან ბავშვებს მშობლები მალავდნენ და მხოლოდ ღამით უშვებდნენ გარეთ, ყველაზე უკეთ კი მათი დანახვა სავსე მთვარით განათებულ მიდამოში შეიძლებოდა, ამას დაემატა შავი ჭირის პერიოდში მგლების მიერ ადამიანებზე ნადირობა...



image















ვამპირები: ვამპირებზე მრავალი წარმოდგენა არსებობს და მათი ახსნაც შესაძლებელია ლოგიკურად, სხვადასხვა მიზეზით : სხეულის გახრწნასთან დაკავშირებით ხალხს მწირი ინფორმაცია გააჩნდათ, ასევე ნაადრევი დაკრძალვა, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მკვდარი ეგონათ, მაგალითად კატალეფსიის დროს, რაც ძველად არც ისე იშვიათი იყო. ცოფით დაავადებული ადამიანები ხშირად უცნაურად იქცეოდნენ და სხვებს კბენდნენ, რის შემდეგაც ისინიც ავადდებოდნენ. რაც შეეხება სინათლისადმი სენსიტიურობას, არსებობს დაავადება, სახელად პორფირია, რომლის სიმპტომებიცაა კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივებისადმი, კანის ქრონიკული ანთება, ნევრიტი, ფსიქიკური დარღვევები და მუცლის შეტევითი ტკივილები.


image
















ქალთევზები (სირინოზები): არსებობს მრავალნაირი შეხედულება ქალთევზებთან დაკავშირებითაც, ყველაზე რეალური კი ისააა რომ, ლამანტინები ზღვებსა და მდინარეებში მობინადრე საოცარი არსებები არიან.დასავლეთ აფრიკელები მიიჩნევდნენ, რომ ლამანტინები წარსულში ადამიანები იყვნენ და მათი მოკვლა იკრძალებოდა, რადგან ლამანტინები ჭამისას ხანდახან ზედაპირზე ამოდიან, ფარფლებით იჭერენ ბოსტნეულს და მიირთმევენ, შემდეგ თავით ყვინთავდნენ და კუდი წყალზე შეხებისას ტკაცუნის ხმას გამოსცემდა. მეზღვაურები შორიდან ვერ არკვევდნენ კარგად და ეგონათ რომ ნახევრად ქალი და დახევრად თევზი ბინადრობდა წყალქვეშა სამყაროში თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ მეზღვაურები დიდი ხნის განმავლობაში ხეტიალობდნენ უკაცრიელ ზღვებსა და ოკეანეებში სავსაებით შესაძლებელი იყო ლამანტინები ქალისა და თევზის ჰიბრიდული არსება ჰგონებოდათ...


imageimageთუ ფიქრობთ რომ სტატია საინტერესო იყო სურვილის შემთხვევაში კვლავ დავდებ მსგავს სტატიებს...

2
2116
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკუშა
ნიკუშა
2116
  
2018, 20 ივნისი, 20:36
მაქციებზე შემორჩენილია მე რაც ვიცი მარტო 11 ისტორიული ჩანაწერი, სადაც აღწერილი მათი დანაშაულებრივი ქმედებები და თავდასხმები ადამიანებზე. როგორ ნადირობდნენ მათზე და ა.შ, ჰიპერტრიქოზიანი ადამიანები იყვნენ ეგენი კი ბატონო. მაგრამ რაღა ყველა კაციჭამია დამნაშავე ეს საწყალი ჰიპერტრიქოზიანები იყვნენ? :))
2017, 4 თებერვალი, 22:37
სტატია საინტერესო იყო, თუმცა თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველი ლეგენდა ან მითი მედიცინური ან სამეცნიერო გზის საშუალებით იღებს სათავეს?
0 1 2