x
კენჭისყრის შედეგები

imageდღეს 15 საათისთვის უკვე ცნობილი იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები, პირველი წყვილი გერმანული დორტმუნდი და ესპანური მადრიდის რეალია ხოლო მეორე წყვილი ბარსელონა და ბაიერნი ასევე ესპანური და გერმანული კლუბები, პირველი მატჩი 23 აპრილს გაიმართება. თავდაპირველად ბაიერნს საკუთარ სტადიონზე მოუწევს თამაში, ხოლო დორტმუნდი ასევე საკუთარ კედლებში მიიღებს რეალს, კენჭისყრის შემდეგ გაკეთდა კომენტარები მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მხრიდან. ბორუსიას თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მისმა გუნდმა წლევანდელ ლიგაზე მოახერხა რეალის დამარცხება და ეხლაც იმედს გამოთქვამს რომ ამას მოახერხებს, ბაიერნის მწვრთნელმა კი ბარსელონაზე ბევრი ისაუბრა და განაცხადა რომ მესის გარდა კლუბში კიდევ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და ბარსელონას ბარიერის გადალახვა ბაიერნისთვის რთული იქნება. ხოლო არიენ რობენი კენჭისყრით კმაყოფილია ასე, რომ წინ ძალიანს აინტერესო და დაძაბული მატჩები გველის ფაქტია რომ ბარსელონასა და ბაიერნის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია რომ დაველოდოთ 23-24 აპრილის მოსვლას

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ლაგუნა ბიცჰი
ლაგუნა ბიცჰი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0