x
image
t.x.
ექიმებმა 270 გრამიანი ბავშვი გადაარჩინეს

imageსამედიცინო ცენტრის «Hemby Children's Hospital»-ის ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ 270 გრამიანი გოგონას სიცოცხლე, რომელიც დაიბადა ორსულობის 24-ე კვირაზე.

ჯერ კიდევ ორსულობის მეორე თვეში ექიმებმა ნაყოფის განვითარების სერიოზული გადახრები შენიშნეს. მათ 22 წლის დედას აბორტის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. დაახლოებით 24-ე კვირაზე ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო გახდა საკეისრო კვეთა, რადგანაც პატარამ მუცელში შეწყვიტა განვითარება. ექიმი შოკირებული იყო არა მარტო ბავშვის ციცქნა ზომებით, არამედ იმითაც, რომ ბავშვს ჰქონდა სასიცოცხლო ფუნქციები: გოგონას უცემდა გული. პატარას დაარქვეს მელინდა-კენნა მური. ასეთი წონის ბავშვები საერთოდ ვერ ცოცხლობენ, მაგრამ ექიმების მონდომების და პატარას სიცოცლისკენ სწრაფვის შედეგად ის გადარჩა. როგორც დაიბადა, მაშინვე მოუწია ოპერაციის გადატანა, მას ჩაუდგეს მილი, რომლის საშუალებითაც სუნთქავს. ის იმდენად ნაზი იყო, რომ კანზე სამედიცინო ხელთათმანების კვალიც კი აჩნდებოდა და ნებისმიერ გაუფრთხილებელ მოპყრობას შეიძლება მოეკლა. მისი გადარჩენის შანსი 2% იყო და მელინდა-კენნამ ზუსტად ის გამოიყენა. ექვსი თვის განმავლობაში აპარატის დახმარებით სუნთქავდა და ბოლოს და ბოლოს შეძლო სახლში დედასთან ერთად წასულიყო. საავადმყოფოდან გაწერისას იწონიდა სამ კილოგრამზე მეტს და დამოუკიდებლად სუნთქავდა. უფრო ადრე დაბადებული გოგონა, რომელიც 280 გრამს იწონიდა გაიზარდა და უკვე კოლეჯშიც სწავლობს. ასე, რომ პატარა მელინდასაც ჯანმრთელობა ვუსურვოთ.

1
131
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
131
  
2013, 12 აპრილი, 1:04
ვუსურვოთ.
0 1 1