x
image
cxvedo
უძველეს დროს ჩატარებული ურთულესი ოპერაციები
image

მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ უძველეს დროს ინკები აკეთებდნენ საოცარ ოპერაციებს. ოპერაციებს ძირითადად მამაკაცებს უკეთებდნენ. თანამედროვე კვლევების შედეგად ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს, თუ რამდენად წარმატებულად ატარებდნენ იმ დროს ოპერაციებს. მათ ამის შესახებ National Geographic-საც აცნობეს.

კუსკოს (Cuzco - პერუს ქალაქი) რაიონში ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ ოპერაციები მართლაც მაღალ დონეზე კეთდებოდა. თუ ათასი წლის წინ ასეთი მაღალი დონის ქირურგიულ ჩარევის გამო გარდაიცვლებოდა პირი, XV საუკუნეში 100 პაციენტიდან გადარჩა 90. საოცარია, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ დაბალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინკებს არ გააჩნდათ არც თანამედროვე ანესთეტიკები და არც ანტიბიოტიკები (პირველი ანტიბიოტიკი – პენიცილინი 1929 წელს აღმოაჩინა შოტლანდიელმა სერ ალექსანდრე ფლემინგმა (Sir Alexander Fleming)).

черепа гарамантов


კვლევები აჩვენებს, რომ ტრეპანირება საკმაოდ გავრცელებული იყო კუსკოში, ინკების დედაქალაქში. აღმოჩენილი 411 თავის ქალიდან 66-ს ჰქონდა თავში "ხვრელი". საკმაოდ მცირე ტერიტორიაზე აღმოჩენილი 59 თავის ქალიდან 21 თავის ქალას ეტყობოდა ტრეპანირების კვალი. ერთერთი ინკისათვის ოპერაცია 7-ჯერ გაუკეთებიათ. აღმოჩენილი თავის ქალებიდან 19 ქალის აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციებს მხოლოდ ჭრილბობების გამო კი არ აკეთებდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ ეპილეფსია ან რომელიმე ინფექციური დაავადება განეკურნათ.

image

9
364
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
364
  
2013, 12 აპრილი, 14:59
კი მაინტერესებსა და წავიკითხავ
2013, 12 აპრილი, 9:13
ახლაც დავდე არქეოლოგიაზე ისევ :) თუ დაგაინტერესებთ...
2013, 11 აპრილი, 20:09
:) საქართველოს ისტორიაზეც მიდევს მე სტატიები და მაინცდამაინც ნახვებით ვერ დაიკვეხნის. არქეოლოგიაზეც მაქვს კიდევ სტატია და არც ის არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით. თუ მოვახერხე კიდევ დავდებ დროდადრო მსურველებისათვის
2013, 11 აპრილი, 16:28
მე მაინტერესებს ძალიან და ქართული მითუმეტეს და იქნებ დადოთ ესეთი სტატია
2013, 11 აპრილი, 13:46
საინტერესო იყო ნამდვილად.
2013, 11 აპრილი, 13:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი cxvedo-ის კომენტარზე
2013, 11 აპრილი, 12:32
არქეოლოგია ყველასთვის საინტერესოა და საწყენიცაა ქართულად მასალების მოძიება რომ არ ხერხდება. ვერ ვიტყვი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამგვარი სტატიებითქო, მაგრამ მე მაინც დავდებ კიდევ რამდენიმეს. ვისაც აინტერესებს მათ მაინც გამოადგებათ. თან საჭიროცაა ქვეყანაში ეროვნულ ენაზე მოიპოვებოდეს რაიმე სახის მასალა ამა თუ იმ მეცნიერების დარგში.
2013, 11 აპრილი, 11:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 11 აპრილი, 10:58
saintereso nashromia..
0 1 9