x
image
თეო-ელე-ნათი
დედამიწას ვირუსი „ვირუსი-არმაგედონი“ ემუქრება

image

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება უახლოესი 5 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, რაც კაცობრიობას დიდ დანაკარგებს მოუტანს.ბრიტანელმა ექიმებმა ამ დაავადების უკვე რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს. ის ადამიანებზე ცხოველებიდან და მწერებიდან გადადის. რამდენიმე დღის წინ ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას შუააზიური
ჰემორაგიული ციებ-ცხელება დაუდგინეს. ბრიტანელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ჰემორაგიული ციებით, ავღანეთში, თავისი ძმის ქორწილში დაავადდა.დაავადება ძლიერი თავის ტკივილითა და მაღალი ტემპერატურით იწყება, ასევე იწვევს სახსრებში მტვრევას,
მუცლის ტკივილსა და ღებინებას. მომდევნო ეტაპზე პაციენტებს ჰემატომები უჩნდებათ, ორგანიზმში კი ფარული სისხლდენა იწყება.
დაავადების შემთხვევათა მინიმუმ 30% ლეტალურად მთავრდება.
ეს დაავადება ფართოდაა გარცელებული აფრიკისა და აზიის შინაურ და გარეულ ცხოველებში. მისი გადამტანები Hyalomma-ს გვარის ტკიპები არიან. დაავადების შემთხვევები ადრე უკრაინაშიც დაფიქისრდა, ასევე რუსეთში, შუა აზიაში, ჩინეთში, ბულგარეთში,
იუგოსლავიასა და აფრიკის ქვეყნებში. ეპიდემიის ალბათობა ძალიან დიდია, რადგანაც ადამიანები შეიძლება შინაური ცხოველებისგან დაავადდნენ. მკვლევართა აზრით, სწორედ ასეთი გზით გავრცელდა ადრე ებოლის სასიკვდილო ვირუსი და ასევე შიდსი.მეცნიერთა
მონაცემებით, შიდსი პირველად 1908 წელს გაჩნდა, თუმცა ის მთელს მსოფლიოში გასული საუკუნის 80-იან წლებში გავრცელდა და უკვე 30 მილიონი ადამიანი შეიწირა. ამ დროისათვის კი დედამიწაზე შიდსით ინფიცირებული 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.ამ
გამოცდილების გათვალისწინებით, ახალ დაავადებას, რომელსაც „ვირუსი-არმაგედონი“უწოდეს, პლანეტაზე, შესაძლოა, უკვე 2017-2018 წლებში გავრცელდეს.

0
239
3-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0