x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ავტომობილების ნავიგატორების უსაფრთხოება ეჭვქვეშაა!

imageშესაძლოა, ბევრი მძღოლი ძალიანაც კმაყოფილი იყოს ნავიგატორების
დახმარების, მაგრამ ბრიტანელი მეცნიერები კი ამ მოწყობილობების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ავარიების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ მათ გამო ხდება.
სტატისტიკის თანახმად, ინგლისში მომხდარი ხუთი ავარიიდან ოთხის მიზეზი მძღოლების უყურადღებობაა, ნავიგატორი კი ხშირად ხდება კიდეც ავტომობილისტების ყურადღების გაფანტვის მიზეზი.
საკუთარი მოსაზრების დასამტკიცებლად, როიალ ჰოლოვეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ექსპერიმენტებს ამ დროისთვისაც
ატარებენ და მათ წინასწარ დასკვნებს თუ დავუჯერებთ, ჯერჯერობით ყველაფერი ნავიგატორების მოყვარულებისთვის არც თუ ისე სასიამოვნო შედეგებს იძლევა.
– 50 მძღოლიდან, ავარიაში, ნავიგატორის გამო, ერთი მაინც მოხვედრილა, ან ავარიული სიტუაცია მაინც შეუქმნია. რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა კი არ გვეხმარება, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის, _ ამტკიცებენ ბრიტანელი მკვლევარები.
სხვათა შორის, ნავიგატორის გამო, ხშირად, კურიოზული სიტუაცებიც
იქმნება.

მაგალითად, ახალგაზრდა ლონდონელი გოგონა მდინარეში იმის გამო ჩავარდა, რომ მოწყობილობის მითითებებს ზედმიწევნით
ზუსტად ასრულებდა. გარდა ამისა, ცნობილია ისეთი შემთხვევაც, როცა სატვირთოს მძღოლი მიტოვებულ სახლს დაეჯახა _ ისიც მოწყობილობის მითითებებს მიჰყვა და იმიტომ.



0
29
4-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0