x
ძლიერი „სუსტი სქესი“ საქართველოში

imageსაუკუნეების წინ დადგა ქალსისა და
მამაკაცის თანასწორუფლებიანობის საკითხი, ისტორიას ახსოვს მატრიარქატული
საზოგადოებრივი ყწობა, დრო, როდესაც ქალის კულტი არა მხოლოდ ყოფით ცხოვრებაში იყო
გაბატონებული (მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც ქართული მითოლოგია), საუკუნეეებმა
შეცვალა ღირებულებები, ქალის კულტი ნელ–ნელა შეცვალა მამაკაცმა, მისი ძალა გახდა
მიზეზი გამხდარიყო დომინანტი საზოგადობაში.
ქალის როლი კი შეიზღუდა და მისი ფუნქცია–მოვალეობები ძალიან შევიწროვდა, ეს
ერთიანად არ მომხდარა, მრავალმა ფაქტორმა ქალი თითქმის უფუნქციოდ დატოვა
საზოგადობაში. გადის დრო და ძლიერი „სუსტი სქესი“ იკრებს ძალას, მიზანი ერთია:
დაიბრუნოს საზოგადოებაში საკუთარი ღირსეული ადგილი, ქალი, როგორც ერთ–ერთი
დასაყრდენი, როგორც სზოგადოებრივ, ასევე ოჯახურ ცხოვრებაში. მე-19 საუკუნის ნახევარში იქმნება ე. წ. ფემინისტური საზოგადოება,
რომელიც იბძვის ქალებისათვის იურიდიული უფლებებლის მინიჭებისთვის და ზოგადად ქალების ჩაგვრის აღმოფხვრისთვის. საბოლოოდ, ფემინისტებმა მიაღწიეს იმდენს, რომ დღევანდელ დღეს ქალს შეუძლია ისწავლოს, იმუშაოს ნებისმიერ თანამდებობაზე, ნებისმიერ სფეროში, მოიქცეს ისე როგორც უნდა, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი სურვილისამებრ და იყოს სრულყოფილი დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი ადამიანი.
მაგრამ იურიდიული უფლება ხშირად არაა საკმარისი,
ქალის დღესაც დგას მამაკაცების მიერ აღმართული ბარიერების წინააღმდეგ, ძნელია
დაამსხვრიო ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კაცის გონებრივი
შესაძლებლობები აღემატება ქალისას, ან სილამაზე და ჯკუა ურთიერთ გამომრიცხავი
ფენომენებია და სხვა.
რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის თანასწორობას : ჩვენს ქვეყანაში ცნება გენდერული თანასწორობა „ქართველურადაა“
გააზრებული, მამაკაცის ფუნქციები გაიგივებულა ქალთან, ჩვენი თაობის ადამიანისგანაც
კი მოვისმენთ ასეთ ფრაზებს: „არანაირი სურვილი არა მაქვს
პროფილაქტიკაში ჩემმა მეუღლემ,
ან დამ იაროს ხელოსნებთან.’’ ‘’ მაგალითად მოგეწონებათ
ქალმა რომ ქმრობა გთხოვოთ?!“ ყოველივი ეს მანიშნებელია იმის რომ არ ფლობს
საზოგადოება სწორ, ამომწურავ ინფორმაციას გენდერის შესახებ. ბევრმა არ იცის, რომ გენდერული თანასწორობა არ
ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ
საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და
მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესები. მიუხედავად ამისა, მათი
ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა
სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი
პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
ერთი ხელის მოსმით არ იცვლება საზოგადოებრივი აზრი, გამყარებული
წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხისადმი, ამიტომ რაც არ უნდა ვისაუბროთ ქართულ გენდერზე
მაინც ვერ ავუქცევთ მხარს ჩვენს ტრადიცულ განსაზღვრებას, რომ ქალი სუსტი არსებაა,
მისი ფუნქციაა ოჯახი, შვილები, საუკეთესო და ერთადერთი საჯირო ღისება კი
სილამაზე, რაც ძლიერადაა გამჯდარი ნებისმიერი თაობის აზროვნებაში.
ვერავინ იფიქრებდა მატრიარქატი შეცვლას, ვერც იმას, რომ ერთ დღეს ქალი მოქსოვდა და
არა კაცი, მაგრამ ეს მოხდა! ყველაფერს დრო, საღი აზროვნება და განსჯა სჯირდება.
დანახვა იმ სარგებელის, რისი მოტანაც ქალს შეუძლია, არა მარტო ოჯახისთვის, არამედ
ქვეყნისთვის. მსოფლიო ისტორია მრავალი
ასეთი მაგალითის მომსწრეა.
ქართველებს, როგორც ნებისიერ საკითხში გვიჭირს “ოქროს შუალედის“ მოძებნა, გენდერული
თანასწორობა არ გვინდა, მაგრამ დღეს
მრავალი ქართული ოჯახის ტვირთი
ქალის მხრებზეა, აქ უკვე გვავიწყდება, რომ ქალები სუსტი არსებანი არიან.
დრო გადის, ქალის როლი ქართულ
საზოგადობაში ძალას იკრეფს, ყველაფრის მიუხედავად, გენდერული უთანასწორობა უკან
იხევს, რაც ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული ჩვენგანის
განვითარებას.

0
232
შეფასება არ არის
ავტორი:ლიკა21
ლიკა21
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0