x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ადიდასის და პუმას ისტორია
image

ადიდასი და პუმა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიებია სპორტული პროდუქტის წარმოების მხრივ.

1928 წლიდან ისინი უშვებენ სპორტულ ფეხსაცმელს ათლეტებისთვის, ფეხბურთელებისთვის, მომღერლებისა და მსოფლიოში ცნობილი ადამიანებისთვის. მაგრამ ამ ორი კომპანიის ისტორია ერთი სახლიდან იწყება.


ადოლფ და რუდოლფ დეზლერები მეწაღის შვილები იყვნენ. მათ უყვარდათ სპორტი, მაგრამ ჩიოდნენ რომ კომფორტული ფეხსაცმელი არ ჰქონდათ მის სათამაშოდ. რუდოლფი ყოველთვის ამბობდა "- არ შეგიძლია რაიმე სპორტული თამაში ითამაშო იმ ფეხსაცმლით, რომლითაც მთელი ქალაქი მოიარე." ასე რომ, მათ გადაწყვიტეს შეექმნათ საკუთარი ფეხსაცმელი.


imageimage









image 1920 წელს ადოლფმა (შემოკლებით ადიმ) დედამისის სამრეცხაოში შექმნა პირველი წყვილი ფეხსაცმელი. ბიზნესმა ზრდა დაიწყო. 1924 წლის 1 ივლისს ბიზნესს ადოლფის ძმა რუდოლფი შეუერთდა და ასე ჩამოყალიბდა კომპანია სახელად "Dassler Brothers Shoe Factory" ("ძმებ დეზლერების ფეხსაცმლის საამქრო").

image







1948 წელს ძმებს კამათი მოუვიდათ. განხეთქილების მიზეზი დაზუსტებით არავინ იცოდა, მხოლოდ ვარაუდობდნენ რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფული ან ქალები. შედეგად ადოლფმა კომპანია დატოვა. მან ახალი კომპანია დააარსა მისი ზედმეტსახელისა (ადი/Adi) და გვარის პირველი სამი ასოთი (Dassler) შემდგარი სახელწოდებით – "ადიდასი".

image

რუდოლფმაც ახალი კომპანია დააარსა. თავდაპიველად მას სურდა დაერქმია "რუდა", მაგრამ საბოლოოდ უწოდა "პუმა". პუმას ცნობილი ლოგო დრემდე შემორჩენილია.

დიდი განხეთქილების შემდეგ ძმები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ. ასევე მათი კომპანიებიც მოქიშპეები გახდნენ. ახლაც კი. ამდენი წლის შემდეგ ადიდასისა და პუმას თანამშრომლებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.

image

3
355
2-ს მოსწონს
ავტორი:Miss M
Miss M
355
  
2013, 5 აპრილი, 22:29
საინტერესოა
2013, 5 აპრილი, 22:21
პირიქით, მადლობა თქვენ :)
2013, 5 აპრილი, 22:16
ძალიან საინტერესო იყო.მადლობთ.
0 1 3