x
image
კატაპულტი
ანგელა მერკელი პოლიტიკაში და პოლიტიკის მიღმა
imageგერმანიის ახლანდელი კანცლერი, ანგელა მერკელი საინტერესო პიროვნება გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც.გავეცნოთ მის მოკლე დოსიეს:

მისი სრული სახელი და გვარია ანგელა დოროთეა მერკელი(ქალიშვილობის გვარი კასნერი),

დაიბადა 1954 წლის 17 ივლისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ამჟამად არის მეორე ქორწინებაში იოახიმ ზაუერთან, ხოლო პირველი მეუღლე გახლდათ ულრიხ მერკელი.რაც შეეხება მის პოლიტიკაში მოღვაწეობას:იგი 2005 წლიდან დღემდე არის გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი, მანამდე კი 1991-1994 წლებში იყო გერმანიის ახალგაზრდობისა და ქალთა მინისტრი, შემდეგ 1994-1998 წლებში გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი, 1990 წლიდან არის გერმანიის პარლამენტის წევრი.

ანგელა მერკელი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველთვის ხვდება ჟურნალ “Forbse"- ის მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სიაში და უკანასკნელად მეორე ადგილზეც გახლდათ ბარაკ ობამას შემდეგ.


image

გერმანიის კანცლერი სპორტის აქტიური მხარდამჭერიცაა.2012 წლის ევროპის ჩემპიონატის პერიოდში იგი ხშირად ხვდებოდა კამერების ობიექტივში გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით და არც სტადიონზე იშურებდა ენერგიას გულშემატკივრობისათვის. მსოფლიოს ნომერ პირველი ქალბატონი არც ზეიმებზე და მოლხენაზე ამბობს უარს, განსაკუთრებით ლუდის სმაზე.ეს ხომ გერმანელების დამახასიათებელია.რაც შეეხება დასვენებას, ამისათვის ის მეუღლესთან ერთად სტუმრობს ხოლმე სამხრეთ ტიროლს.

აი, ასეთი მრავალფეროვანია გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი.

0
451
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0